- გამარჯობათ,მამას ექოსკოპიაზე დაუწერეს ასეთი დასკვნა:აღენიშნება მარცხენა პარკუჭის ზომიერი ჰიპერტროფია მცირე ხარისხის დისტოლურ დისფუნქციით,მიტრალური სარქველი გასქელებული,წინა აფრის მოძრაობის სტრუქტურა M ფორმის და დაუნიშნეს პრესტარიუმი და კარდიომაგნილი 75მგ.მამა არის 52 წლის და აქვს ხოლმე მაღალი წნევა რასაც ვერ გრძნობს,ექიმმა კი მაგალი წნევის დროს დაუნისნა ნიფედიპინი,მამა მუშაობს მთელი დღე და ვერ ახერხებს წნევის გაზომვას,ექიმის გარაშე ვაძლევთ კონკორს 5მგ ყოველ დილით,მაინტერესებს რაიმე საშიში ხოარაა ეხოს პასუხში?
პასუხობს აკადემიკოს ყიფშიძის სახელობის ცენტრალური კლინიკის კარდიოლოგი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ჯაკო უგრეხელიძე
- ექოს პასუხი ადასტურებს იმას, რომ მამა დაავადებულია არტერიული ჰიპერტენზიით, რაც თავისთავად რისკფაქტორს წარმოადგენს გულის კორონარული დაავადების (გულის მომმარაგებელი სისხლძარღვების დაავადება) განვითარებისათვის. სწორედ ამიტომ საჭიროებს დანიშნული სქემით მკურნალობას.