გთხოვთ დამეხმაროთ, ვარ 27 წლის და ვგეგმავ ორსულობ... | ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორსულობა

კატეგორია - ორსულობა

17-04-2011

- გთხოვთ დამეხმაროთ, ვარ 27 წლის და ვგეგმავ ორსულობას. მაგრამ დამისვეს დიაგნოზი საშვილოსნოს მარჯვენა კედელზე 13 სანტიმეტრიანი 2,5 სმ -იან ფეხზე მდგომი მიომატოზური კვანძი .ვიცი რომ ძალიან დიდია ეს კვანძი და ორსულობის დროს კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ვაცნობიერებ, რომ ძალიან მაღალი რისკის ჯგუფს მივეკუთნები. მაგრამ ჩემი ექიმი ძალიან მიდგას გვერდში და ყველანაირად მამხნევებს. მეუბნება, რომ ყოლია მსგავსი პაციენტები, რომლებსაც ფეხმძიმობა ბოლომდე მიუტანიათ და საკეისროს კვეთით გაუჩენიათ პატარა. მე მაინც ვნერვიულობ რადგან არ მაქვს საშვალება, რომ ოპერაცია გავიკეთო ამ ეტაპზე. გთხოვთ დამეხმაროთ და მითხრათ დაახლოებით რა ზომამდე შეიძლება კიდევ გაიზარდოს ეს კვანძი ორსულობისას და რა გავლენა შეიძლება იქონიოს ყოველივე ამან ნაყოფზე?

პასუხი
პასუხობს: სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრ "ელიტა მედის" მეან-გინეკოლოგი მარინა ჩარკვიანი

- საშვილოსნოს სიმსივნეებიდან, რომელიც ორსულობისა და მშობიარობის დროს გართულებას იწვევენ ხშირია მიომა. იგი გლუვკუნთოვანი კეთილთვისებიანი სიმსივნეა. მიომები უპირატესად კვანძის სახით გვხვდება. ორსულობაზე გავლენას ახდენს ლორწქვეშა მიომები, კუნთოვანი და სეროზული გარსის ქვეშ მდებარე მიომები ნაკლებად აბრკოლებს ორსულობის მიმდინარეობას. მიომის ზომები ორსულობის პერიოდში იზრდება (განსაკუთრებით პირველ თვეებში) იშვიათად აღინიშნება მიომის ფეხის შემოგრეხა, სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა, ანთება, დაჩირქება, ნეკროზი. ასეთი გართულების შემთხვევაში აუცილებელი ხდება ქირურგიული ჩარევა და მიომატოზური კვანძის ენუკლეაცია (უპირატესობა ენიჭება ლაპარასკოპიულ მეთოდს). თუ მიომა გართულებას არ იწვევს უმჯობესია მოცდა მშობიარობის დაწყებამდე. ძალიან მაღალია ორსულობის შენარჩუნების და დროული მშობიარობის შემთხვევები. მშობიარობის დროს მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების მიზნით საკითხი დგება საკეისრო კვეთის ჩატარების შესახებ.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად