ვარ 21 წლის ანუკი. ძალიან მჭირდება ფსიქოლოგის რჩე... | ფსიქოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქოლოგია

კატეგორია - ფსიქოლოგია

28-01-2011

- ვარ 21 წლის ანუკი. ძალიან მჭირდება ფსიქოლოგის რჩევა და გთხოვთ, თუ შეგიძლიათ, ცოტა ადრე რომ მიპასუხოთ. 1 წლის წინ ერთ-ერთ ვაკანსიაზე CV გავგზავნე და დამიბარეს ტესტირებაზე, სადაც დადებითი შედეგების შემთხვევაში დამიბარებდნენ ფსიქოლოგთან გასაუბრებაზე და თუ მოვეწონებოდი, ამიყვანდნენ სამსახურში. ტესტირებაზე საკმაოდ მაღალი ქულა დავაგროვე და დამიბარეს ფსიქოლოგთან. მასთან ერთად იყვნენ კიდევ ორი კაცი (სავარაუდოდ იმ კომპანიის წარმომადგენლები, სადაც მინდოდა მუშაობის დაწყება). მიუხედავად იმისა, რომ შევეცადე მათთან რაც შეიძლება თავისუფლად და გულახდილად მელაპარაკა, მაინც არ მოვეწონე და არ ამიყვანეს სამსახურში. არ ვიცი, როგორ აგიხსნათ ჩემი პრობლემა. ამ ამბის შემდეგ სულ მგონია, რომ ფსიქოლოგთან როცა კი გასაუბრებაზე გავალ, ისე ვერ ვილაპარაკებ და მოვიქცევი, რომ მათ თავი მოვაწონო. ეხლაც ერთ-ერთ საკმაოდ ცნობილ კომპანიაში გავიარე ტესტირება (კონსულტანტის თანამდებობაზე) და ერთ კვირაში დაბარებული ვარ გასაუბრებაზე. უკვე მეშინია ფსიქოლოგთან გასაუბრების, რადგან ვიცი, რომ მაინც არ მოვეწონები და ისევ უარით გამომისტუმრებენ. არადა, საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს. 2 წელი ვმუშაობდი კონსულტანტად და შემიძლია ამ საქმის კეთება, მაგრამ ეს როგორ გავაგებინო და ამაში როგორ დავარწმუნო, არ ვიცი. ფსიქოლოგმა ორი კითხვა დამისვა და რატომღაც იმ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ დაასკვნეს, რომ მუშაობა არ შემეძლო (ოღონდ მაშინ კონსულტანტის თანამდებობაზე არ მქონდა განაცხადი შეტანილი. რაზეც მინდოდა მუშაობის დაწყება, იმ სფეროში გამოცდილება არ მქონდა) ძალიან გთხოვთ, მირჩიეთ, მათთან როგორ მოვიქცე? დაახლოებით რა შეიძლება მკითხონ? როგორი ჩაცმული მივიდე? ძალიან მინდა მუშაობა და ამ უბრალო მიზეზის გამო რატომ არ უნდა ვიმუშაო, როდესაც მუშაობა შემიძლია და არანაირად არ მეზარება. თან ძალიან მჭირდება სამსახური. ხო კიდევ, როდესაც მე კონსულტანტად მუშაობას ვიწყებდი, მაშინ არ იყო ეს ფსიქოლოგთან გასაუბრება, ძალიან მსუბუქი გასაუბრება მქონდა სუპერმარკეტის მენეჯერთან და ამიტომ არ ვიცი, ეხლა რას მკითხავენ ან როგორ გამესაუბრებიან. გთხოვთ, რამე მირჩიეთ და როგორც შეძლებთ ადრე გამეცით პასუხი. წინასწარ დიდი მადლობა.

პასუხი
- კონკრეტულად როგორ მოიქცეთ, ამას ჩვენ ვარ გასწავლით, რადგან გააჩნია, რომელ კომპანიაში და რა თანამდებობაზე გსურთ მუშაობის დაწყება და როგორი თანამშრომლის აყვანა სურთ კომპანიის წარმომადგენლებს. რამდენიმე ზოგად რჩევას მოგცემთ: გარეგნულად არ უნდა იყოთ გამომწვევი, სასურველია გეცვათ კლასიკურად (თან თანამედროვედ), რაც მთავარია, სუფთად (ვიზუალურად საქმიანი ადამიანი იერი უნდა გქონდეთ). საუბრის დროს არ უნდა გემჩნეოდეთ ნერვიულობა, კითხვაზე უნდა უპასუხოთ ადეკვატურად და თავდაჯერებულად. ალბათ შეგეკითხებიან, თუ რატომ გადაწყვიტეთ ამ კომპანიაში და ამ თანამდებობაზე მუშაობის დაწყება. პასუხში უნდა იგრძნობოდეს, რომ ეს საქმე თქვენ გიყვართ (მაგრამ დამაჯერებლად უნდა თქვათ ყოველივე ეს). ერთი სიტყვით, კომპანიის წარმომადგენლებმა უნდა დაინახონ, რომ თქვენ გონიერი ადამიანი ბრძანდებით და იქნებით არა მარტო კარგი შემსრულებელი და ერთგული თანამშრომელი,  არამედ ნოვატორიც.
გისურვებთ წარმატებას!


კომენტარები
31 აგვისტო 2019 23:19
გამარჯობათ. ვარ 35 წლის . მეუღლესთან შემექმნა პრობლემა და 6 თვეა ცალცალკე ვცხოვრობთ. ურთიერთობის მოგვარწბის გზაზე ვიყავით რომ მეგობარმა მეუღლეზე მითხრა რაღაც ჭორი . რომლის დადგენსა ვცდილობ. ამ ყველაფერმა დიდ სტრესში ჩამაგდო. არ ვიცი რა გავაკეთო. გავხდი აგრესიული. ჩაკეტილი . შეშინებული. საკუთარი თავის რწმენა დაკარგული. მჭირდება ფსიქოლოგი
09 ივლისი 2014 20:47
გამარჯობა,მეც ფსიქოლოგი არ მარტალია არ მაქვს გმოცდილებ მაგრამ შევცდები დგეხმარო,მაინტრესებს რა კითხვ დაგისვა ფსიქოლოგმა და შენ რა უპასუხე.natia-19901989@mail.ru შეგიძლია აქ მომწერო, მეც გიპასუხებ
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად