- მშობიარობის შემდეგ, უკვე წელიწადნახევარია მუცლ... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

25-01-2011

- მშობიარობის შემდეგ, უკვე წელიწადნახევარია მუცლისა და ბარძაყის მიდამოებში, 1-2თვის შუალედით, ხან თითო და ხან რამოდენიმე, ძირითადად ციკლის დროს, გამომდის ძირმაგარები: ანუ თავიდან ჩნდება წითელი წერტილი, მეორე დღისით უკვე ხელითაც შეიმჩნევა, მესამე, მეოთხე და მეხუთე დღეს მაქვს საშინელი ტკივილი, არ მშველის გამაყუჩებელი აბები, სიწითლე და სიმაგრე კანზე იზრდება და ამის შემდეგ, იხტიოლის მალამოს წყალობით კანზე მიჩნდება 4-5 მილიმეტრის დიამეტრის მქონე ნახვრეტი საიდანაც 2-3 დღის განმავლობაში გამომდის ნ-რაოდენობის ჩირქი. და მრჩება ლაქა, რომელიც თანდათან ქრება. პ.ს. გავიკეთე სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, შაქარი, რკინა შრატში, ანაფხეკი კანიდან, მუცლის ღრუს ორგანოების ექოსკოპია, გულმკერდის ორგანოების რენდგენოგრაფია; ყველაფერი ნორმის ფარგლებში მაქვს. შემდეგ დავთესე სისხლი სტაფილოკოკზე, სადაც ნორმაზე მეტი რაოდენობა მაქვს. ვიყავი სეფსისოლოგთან და არაფერია საშიშიო, მხოლოდ იმუნო-რიცი დალიეო.. დავლიე მაგრამ მაინც გამომივიდა ძირმაგარა, თან 4 ერთად... ვიყავი გინეკოლოგთან და გინეკოლოგიური პრობლემები არ მაქვს, ციკლიც ნორმაში... რა ვქნა?

პასუხი
პასუხობს: დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ექიმ-დერმატოლოგი ლია ჭითანავა.
- თქვენი დიაგნოზია ღრმა პიოდერმია ანუ ფურუნკულოზი, რასაც როგორც ჩანს იმუნიტეტის დაქვეითება განაპირობებს. გირჩევთ პოლიოქსიდონის ინექციებს კუნთებში (ექთანი გაგიკეთებთ) 5 დღე, შემდეგ კურსზე გაიკეთეთ ციკლოფერონის ინექციები (დოზირების სქემა აღწერილია ინსტრუქციაში), აუცილებელია ლაზეროთერაპია, რომელიც ადგილობრივი ასევე ვენაში. დალიეთ ანტიოქსიკაფსი თუთიით დღეში ერთჯერ 30 დღის განმავლობაში. ადგილობივად- გაიწმინდეთ კანი ქაფურით, დაიტუშეთ ელემენტები თეთრი კასტელანით, წაისვით კვანძებზე იხტიოლი (მაგალითად, საღამოს 2-3 საათით) და როცა კვანზი აღარ გექნებათ (ალბათ ერთ კვირაში), როგორც აღმდგენი და ანტიბაქტერიული საშუალება გამოიყენეთ სიკალფასტი (ავენე- ფრნგული ფირმა) 10 დღე. აუცილებლად შეზღუდეთ საკვებ რაციონში ნახშირწუელბის რაოდენობა.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად