ძალიან გთხოვთ, მიპასუხოთ, მშობიარობის შემდეგ დამე... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

24-01-2011

- ძალიან გთხოვთ, მიპასუხოთ, მშობიარობის შემდეგ დამემართა ბუასილი, კუჭის მოქმედება მაქვს სამ დღეში ერთხელ ძალიან მტკივნეული სისხლიანი გამონადენით, ტკივილი გრძელდება მთელი დღე. მირჩიეს მცენარე ფითრის აბაზანები, ხომ არ გაქვთ ინფორმაცია ამ მცენარის შესახებ, მგონი საკვერცხეზე უარყოფით გავლენას ახდენს. იქნებ მირჩიოთ რამე ხალხური მედიცინიდან, ბავშვი მყავს ძუძუზე.

პასუხი
- უნდა მოიწესრიგოთ კვების რაციონი - შეიტანეთ მენიუში მეტი ხილი და ბოსტნეული (ცოცხალი და მოხარშული სახით), კომპოტები, წვნიანები. მიირთვით წიწიბურა, შვრია, რძემჟავა პროდუქტები, ზეთიანი სალათები, შავი პური. ნუ მიირთმევთ მაგარ ჩაის, თეთრ პურს, ნიგვზიანს, ბარდეულს.
ძალიან კარგ შედეგს იძლევა ფიზიკური ვარჯიში, განსაკუთრებით - მუცლის პრესის ვარჯიში.
ფიტოთერაპევტები ყაბზობის სამკურნალოდ გვთავაზობენ ასეთ რეცეპტს: კარტოფილის ახალგამოწურულ წვენს დაასხით იმავე რაოდენობით წყალი. სვით ეს ნარევი 1/4 ჭიქა 3-ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
კარგია კამის თესლის, პიტნის ფოთლების და კატაბალახას ფესვების ნარევის ნაყენიც.
თუ ორ დღეზე მეტ ხანს არ გექნებათ კუჭის მოქმედება, აუცილებლად გაიკეთეთ გამწმენდი ოყნა.
ბუასილთან დაკავშირებით კი აუცილებლად მიმართეთ პროქტოლოგს.
მცენარე ფითრზე ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ ჩვენს საიტზე ენციკლოპედიაბის რუბრიკაში- სამდიცინო ენციკლოპედია-ასო-ბგერა ფ-ზე-ფითრი.

გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად