რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- ხომ ვერ მიპასუხებდით: 21-22 კვირის ნაყოფისთვის ნორმალურია თუ არა სიმწიფის ხარისხი 0-I ? ექოსკოპიის დროს რადიოლოგს არაფერი უთქვამს, ხოლო ექიმმა თქვა ნაადრევი სიმწიფეაო, თავადაც მეჩვენება რომ ზომაზე დიდი მუცელი მაქვს, გადაჭარბებით ნამდვილად არ ვიკვებები. გთოვთ ამიხსნათ რას ნიშნავს ეს? ხომ არ გამოიწვევს ნაადრევ მშობიარობას? რა საფრთხეს უქმნის ბავშვს? რამ გამოიწვია? მაპატიეთ შეწუხებისთვის, ეს ჩემი პირველი ბავშვია და ძალიან ვნერვიულობ...დიდი მადლობა წინასწარ....
პასუხი
პასუხობს: სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრ "ელიტა მედის" მეან-გინეკოლოგი მარინა ჩარკვიანი
- 20-21 კვირის ორსულობისას პლაცენტის სიმწიფის ხარისხი არის 0. 26 კვირის ვადის ორსულობისათვის პლაცენტის სიმწიფის ხარისხია I. ექოსკოპიის მონაცემების მიხედვით თქვენ გაქვთ პლაცენტის ნაადრევი მომწიფების ნიშნები, რომელიც ფეტო-პლაცენტალური უკმარისობის განვითარების საფრთხეს ქმნის. აუცილებელია ექოსკოპია დინამიკაში, დოპლერომეტრიული გამოკვლევა, ნაყოფის კარდიოტოკოგრაფია, სისხლში ანტიკარდიოლიპინების განსაზღვრა, კოაგულოგრამა, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გამოკვლევა.
გამარჯობა, თუ შეიძლება მიპასუხოთ ძალიან გაურკვევლ მდგომარეობაში ვარ. ურთიერთობა მქონდა 4 სექტემბერს თავის დაცვის გარეშე და მგონია რომ ორსულად ვარ. ციკლის მოსვლამდე მქონდა ვარდისფერი გამონადენი, შემდეგ (ციკლამდე) დროზე ადრე შარდვის დროს მომდიოდა წვეთები ერთ კვრაზე მეტი ვიყავი ესე. მაქვს რაღაც სიმპტომები სულ ძილი მინდა, შარდვის ხშირი მოთხოვნლება მაქვს. ხანდახან თვალებში მიბნელდება და თავბრუსხვევასაც ვგრძნობ. წელი და დაბლა მუცლის ტკვივილიც დიდხანს მქონდა ეხლახანს გამიარა. 4ჯერ გავიკეთე ტესტი და არ მიჩვენა. რატომ შეიძლება ვიყო ასე და შესაძლა თუ არა რომ ორსულად ვიყო? ციკლი არ მომსვლია მხოლოდ შარდვის დროს მქონდა წვეთები. ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ. დიდი მადლობა წინასწარ.