- 3 წლის წინ რამდენიმე თვის გამოტოვებით გადავიტა... | ყელი, ყური, ცხვირი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ყელი, ყური, ცხვირი

კატეგორია - ყელი, ყური, ცხვირი

22-01-2011

- 3 წლის წინ რამდენიმე თვის გამოტოვებით გადავიტანე ჯერ მწვავე ბრონქიტი, შედეგ პნევმონია. როგორც პირველ, ისე მეორე შემთხვევაში დანიშნული მქოდა ანტიბიოტიკები (ი.მ.) და ზოგადად რასაც პნევმონიის მკურნალობის სქემა მოიცავს გაიდლაინებში მოწოდებულს. მას შემდეგ 3 წელი გავიდა და ხველა ვერ მოვიშოერე და ვერც მოვირჩინე. მახველებს მშრალად, დილაობით როგორც კი ჰორიზონტალურიდან ვერკიკალურ მდგომარეობაში გადავალ და ყოველი კვების შემდეგ, შუალედებში ძალიან იშვიათად რომ დამახველოს, თან ისეთი ძლიერიც არაა როგორც დილას და კვების შემდეგ იცის! რამდენიმე თვის უკან როგორც იქნა შევაგროვე ნახველი და ბაქტერიოლოგიური კვლევით აღმომაჩნდა სტრეპტოკოკები დიდი რაოდენობით, რაზეც ისევ ანტიბიოტიკოთერაპია დავიწყე, ანტიჰისტამინურ პრეპარატებთან ერთად, მაგრამ ყველაფერი უშედეგოდ, მაინც მახველებს, თანაც ზამთრის სეზონია და ვგრძნობ, რომ ხველამ უფრო მიმატა. რეფლუქსეზოფაგიტი არ მაქვს, გავიკეთე გასტროსკოპია, არც ბრონქიტი! იქნებ რაიმე მირჩიოთ სად მივიდე ან რა გამოკვლევები ჩავიტარო! მე ქუთაისიდან გაწუხებთ, აქ რა გამოკვლევების ჩატარებაც შეიძლებოდა, გაკეთებული მაქვს, მითხარით თუ არსებობს თბილისში სამკურნალო დაწესებულება, სადაც ზუსტად დამისვამენ დიაგნოზს და მიმკურნალებენ! 25 წლის ვარ და 3 წელია ვიტანჯები, ოჯახის წევრებიც შეწუხებული არიან ჩემი ხველის გამო. ძალიან გთხოვთ სწორ გზაზე დამაყენეთ და მირჩიეთ რაიმე! წინასწარ გმადლობთ!

პასუხი

- გარდა თქვენს მიერ დასახელებული მიზეზებისა (კუჭის მჟავა წვენის რეფლუქსი, ბრონქიტი), ასეთი ხველა შეიძლება დაკავშირებული იყოს ცხვირის ღრუს დანამატი წიაღების ანთებასთან, ამ პროცესის გამო ხახის უკანა კედელზე სეკრეტის ჩადინებასთან. მიმართეთ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
ბევრი სასარგებლო პროდუქტი ნაკლებად ცნობილი და ბოლომდე შეუფასებელია, მათ შორისაა ნუშის რძე.
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად