ვარ 23 წლის, მაქვს დიზბაქტერიოზი, კუჭი მაქვს აშლი... | გასტროენტეროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გასტროენტეროლოგია
17-01-2011

- ვარ 23 წლის, მაქვს დიზბაქტერიოზი, კუჭი მაქვს აშლილი, დღეში გავდივარ 2-ჯერ, 3-ჯერ. ვიმკურნალე მცენარეული წამლებით 3 თვის განმავლობაში, მაგრამ უშედეგოდ. თუ შეიძლება, მირჩიეთ რამე. რა სახის გამოკვლევებია საჭირო, რომ დადგინდეს, ზუსტად რა მჭირს და რა გზით შეიძლება მკურნალობა? მადლობთ წინასწარ.

პასუხი
- უპირველეს ყოვლისა, უნდა გავარკვიოთ, მართლაც გაქვთ კუჭი აშლილი თუ არა, რადგანაც ნორმა შეიძლება იყოს კუჭის მოქმედება როგორც დღეში ერთხელ, ასევე დღეში სამჯერ. მთავარია განავალი არ იყოს თხევადი (ფაფასავით ან წყალივით). თუ განავალი ძეხვისებურია, კუჭის აშლილობა ნაკლებად სავარაუდოა. ამ საკითხის გადასაწყვეტად შეიძლება ჩატარდეს განავლის საერთო ანალიზი. თუ ანალიზში აღინიშნა, რომ განავალი გაფორმებულია, ესე იგი ყველაფერი ნორმალურადაა, უბრალიდ გადიხართ ხშირად. თუ მართლა ასეთი ხანგრძლივი ფაღარათი გაქვთ, აუცილებელია ვიზიტი ექიმთან – გასტროენტეროლოგთან ან თერაპევტთან, რათა დაიგეგმოს სათანადო კვლევები. მანმადე კი შეგიძლიათ დაიცვათ დიეტა, რომელიც რეკომენდებულია ფაღარათისას, მიიღოთ მეზიმ-ფორტე, სმექტა ან სხვა მსგავსი პრეპარატები. 
კომენტარები
06 აგვისტო 2019 00:10
25 წლის გოგონას აქვს ნაწლავური ინფექცია,გამოწვეული დაბინძურებული წყლით და საჭმლით.გაუკეთდა გადასხმები და მკურნალობს კლინიკაში.რამდენიმე დღის შემდეგ მდგომარეობს ისევ შეიცვალა, კეტძოდ 2 3ჯერ ფაღარათი.რა არის გამოსავალი?
14 აგვისტო 2016 01:37
გამარჯობათ, დაახლოებით ორი კვირაა აშლილი მაქვს კუჭი, დღეში გავდივარ 2-3 ჯერ, განავალი მაქვს თხევადი. თუ შეგიძლიათ მირჩიეთ რამე, შეიძლება ეს რამე სერიოზული იყოს?
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად