ვარ 16 წლის, 160 სმ, დაახლოებით 75 კილო. მინდა სე... | დიეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დიეტოლოგია

კატეგორია - დიეტოლოგია

16-01-2011

- ვარ 16 წლის, 160 სმ, დაახლოებით 75 კილო. მინდა სექტემბრამდე დავიკლო 20 კილო. თებერვლიდან ვიწყებ ინტენსიურ ვარჯიშს ფიტნეს კლუბში. ვარჯიშთან ერთად კვების მხრივ რას უნდა მივაქციო ყურადღება, რომ სასურველი შედეგი აუცილებლად მივიღო?

პასუხი
- მკაცრი დიეტა, მითუმეტეს თქვენს ასაკში, არ არის რეკომენდირებული. ძალიან კარგია, რომ ფიტნეს კლუბში სიარული  გადაწყვიტეთ. კვების მხრივ  გირჩევთ, უარი ქვით სასუსნავებზე, გაზიან სასმელებზე, ტკბილეულზე, ცხიმიან საკვებზე. კვებაში უპირატესობა მიანიჭეთ ბოსტნეულს, ხილს, რძის პროდუქტებს, მაგრამ აუცილებლად მიიღეთ (ზომიერად) ხორცი და პური, იკვებოთ დღეში 4-ჯერ და მცირე ულუფებით, საკვები კარგად უნდა დაღეჭოთ, საერთოდ, ჭამეთ ძალიან ნელა, არ გამოტოვოთ საუზმე, ივახშმოთ დაძინებამდე 3-4 საათით ადრე. ინფორმაციისთვის ორიოდ სიტყვით დიეტებზე მოგახსენებთ, ადამიანი სწრაფად დაკლებულ კილოგრამებს სწრაფადვე ინაზღაურებს, რადგან შიმშილის ან გადამეტებული დიეტის დროს ორგანიზმში ირთვება გენეტიკურად ჩადებული "განგაშის მექანიზმი" და კვების ჩვეულ რეჟიმზე გადასვლისთანავე ორგანიზმი იწყებს საკვების შენახვას ცხიმის მარაგის სახით - ეს კი სხვა არაფერია, თუ არა უკან დაბრუნებული ჭარბი კილოგრამები, ამიტომ სჯობს თანმიმდევრულად, თანდათანობით გახდეთ და შეინარჩუნოთ შედეგი, ვიდრე სწრაფი შედეგი მიიღოთ და ეს დროებითი აღმოჩნდეს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად