ვარ 43 წლის ქალბატონი. 2 წელია, რაც გავთხოვდი (პი... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

15-01-2011

- ვარ 43 წლის ქალბატონი. 2 წელია, რაც გავთხოვდი (პირველი ქორწინებაა, ქმარი პირველი მამაკაცია ჩემთვის), მანამდე არანაირი გინეკოლოგიური პრობლემა არ მქონია. 5 თვის წინ დამეწყო საშოს ქავილი, გარედან, სასირცხვო ბაგეები და მგონი კლიტორიც ოდნავ თითქოს გასივდა, მსუბუქად მექავება კლიტორის ქვემოთა ნაწილი, და გარედან მაქვს თეთრი ნადები. ექიმმა მითხრა, ეს ვულუიტიაო, მაგრამ მკურნალობა არ დამინიშნა. გვირილას ნაყენით ან სოდიანი წყლით ჩაიბანეო, რამდენიმე ჩაბანის შემდეგ ყველა ჩივილი გაქრა, მაგრამ 10 თუ 12 დღის შემდეგ იგივე განმეორდა. ასე გრძელდება დღემდე, პერიოდულად გამივლის, მერე ისევ დამისივდება. ცოტა უფრო ადრე, 6 თვის წინ გავიკეთე პაპ ტესტი, მითხრეს, კარგი პასუხიაო, უმნიშვნელოდ კანდიდას სოკოს მიცელებიაო. რეკომენდაციაში კი ეწერა სოკოვანი კოლპიტის მკურნალობა, მაგრამ ჩემმა გინეკოლოგმა არც ამაზე დამინიშნა მკურნალობა. სოკო ყველა გათხოვილ ქალს აქვს და რადგანაც არ გაწუხებს, მკურნალობა არ უნდაო. ამის შემდეგ ვულვიტიც დამემართა. რას მირჩევთ, როგორ ვიმკურნალო? უფინანსობის გამო ჯერ ექიმთან ვერ მივალ. დიდი მადლობა წინასწარ.

პასუხი
- ჩვენ ვერ დაგინიშნავთ მკურნალობას, რადგან არ ვიცით, თუ რა არის ვულვიტის მიზეზი. მკურნალობა ინიშნება მიზეზიდან გამომდინარე. მიზეზის დასადგენად დაგჭირდებათ ნაცხის ანალიზი. ქვემოთ მოგაწვდით ინფორმაციას ვულვიტის შესახებ.
ვულვიტი ქალის გარეთა სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებაა.
ვულვიტი შეიძლება გამოიწვიოს სტაფილოკოკმა, სტრეპტოკოკმა, ნაწლავის ჩხირმა, Candida-ს ტიპის სოკოებმა, ტრიქომონადებმა, გონოკოკმა, ქლამიდიამ, ვირუსმა და ძალიან იშვიათად - ტუბერკულოზის მიკობაქტერიამ. სტაფილოკოკით, სტრეპტოკოკითა და ნაწლავის ჩხირით განპირობებული ვულვიტი უმეტესად გოგონებსა და ასაკოვან ქალებში გვხვდება, რაც სასქესო ორგანოების ამ პერიოდისთვის დამახასიათებელ ანატომიურ-ფიზიოლოგიურ თავისებურებებთან არის დაკავშირებული.
ვულვიტის განვითარებას ხელს უწყობს შაქრიანი დიაბეტი, დერმატოზი, ანემია, ჰიპოვიტამინოზი, ალერგიული და ინფექციური დაავადებები, ენტერობიოზი, ექსუდაციური დიათეზი, მექანიკური, ტრავმული და ქიმიური დაზიანებები, პირადი ჰიგიენის დაუცველობა. ვულვიტი მეტწილად მეორეულად აღმოცენდება კოლპიტის (საშოს ანთების) დროს, გარეთა სასქესო ორგანოების გამონადენით გაღიზიანების შედეგად. გოგონებში ვულვის ანთება ხშირად საშოს ანთებასთან ერთად მიმდინარეობს (ვულვოვაგინიტი).
ვულვიტის ნიშნებია წვა და ქავილის შეგრძნება გარეთა სასქესო ორგანოების მიდამოებში, ტკივილი სიარულისა და შარდის გამოყოფის დროს. დათვალიერებისას გარეთა სასქესო ორგანოების კანსა და ვულვის ლორწოვან გარსზე შეიმჩნევა დიფუზური სიწითლე, ასევე - კლიტორის ჰიპერემია და შეშუპება. სოკოვანი წარმოშობის ვულვიტს ვულვის არეში თეთრი ნადების გაჩენა ახასიათებს.
თუ ვულვიტი ალერგიული რეაქციის ფონზე განვითარდა, ინიშნება მადესენსიბილიზებელი საშუალებები. რაციონიდან გამოირიცხება ალერგიული პროდუქტები, ცხარე, მარილიანი კერძები, ცომეული. გონოკოკით, Candida-ს ტიპის სოკოთი, ტრიქომონადით, ქლამიდიებით, ტუბერკულოზის მიკობაქტერიებით გამოწვეული ვულვიტის დროს ტარდება სპეციფიკური მკურნალობა. მკურნალობის პერიოდში ქალმა სქესობრივი ცხოვრებისგან თავი უნდა შეიკავოს.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
31 მარტი 2017 02:03
გამარჯობა, რამოდენიმე დღეა მაწუხებს საშოს ქავილი სექსის დროსაც თითქოს.1წელი ხდება , რაც ბავშვი შემეძინა. შეიძლება ეს მშობიარობის ბრალი იყოს?ან სოკოვანი დაავადების? შევამჩნიე თეთრი ლორწოვანი გამონადენიც. რისი ბრალი შეიძლება იყოს გთხოვთ მიპასუხოთ.
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად