-კისრის მალებს შორის თიაქარზე რომელი ფიზიკური ვა... | ორთოპედია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორთოპედია

კატეგორია - ორთოპედია

10-01-2011

-კისრის მალებს შორის თიაქარზე რომელი ფიზიკური ვარჯიშია რეკომენდირებული?

პასუხი

- ხერხემლის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზის დროს შესასრულებელი ვარჯიშებია
(მათი შესრულებისას მზერა პირდაპირ უნდა გქონდეთ მიპყრობილი):

1. შუბლი ძლიერად მიაჭირეთ ხელისგულს, ხელისგულით კი წინააღმდეგობა გაუწიეთ.
2. ხელისგული მთელი ძალით დაიჭირეთ კეფაზე, კეფით კი წინააღმდეგობა გაუწიეთ.
3. არც თავი და არც ხელისგული ზეწოლის დროს არ უნდა მოძრაობდეს.
4. მარჯვენა საფეთქელი ძლიერად დააჭირეთ მარჯვენა ხელისგულს.
5. იგივე გააკეთეთ მარცხენა საფეთქლითა და მარცხენა ხელით.
ზეწოლისას საფეთქელიც და ხელისგულიც უძრავი უნდა დარჩეს.

ნიკაპი ხელისგულს დააჭირეთ და ძლიერად დააწექით, ხელისგულით კი წინააღმდეგობა გაუწიეთ.
ყოველი მოძრაობა გაიმეორეთ 3-5-ჯერ 7-10 წამის განმავლობაში.
სცადეთ, ნიკაპი კისერთან მიიტანოთ, ხოლო თხემი მაღლა ასწიოთ.
ნიკაპი ასწიეთ და თავი ბოლომდე მიაბრუნეთ ჯერ მარჯვნივ, შემდეგ მარცხნივ (გაიმეორეთ 5-ჯერ).
თავი დახარეთ და მიაბრუნეთ ჯერ მარჯვნივ, შემდეგ მარცხნივ (5-ჯერ).
თავი ოდნავ უკან გადასწიეთ. შეეცადეთ, მარჯვენა ყურით შეეხოთ მარჯვენა მხარს. იგივე მოძრაობა გაიმეორეთ მარცხენა მხარეს (5-ჯერ).

ეცადეთ, ვარჯიშები შეასრულოთ დღეში 2-ჯერ, თავდაპირველად - 10-10 წუთის განმავლობაში,  მერე და მერე კი ვარჯიშის დრო ყოველთვიურად თითო წუთით გაახანგრძლივოთ.

გარდა ამისა გირჩევთ წაიკითხოთ ჩვენს საიტზე ლალი ჩხიკვაძის სტატია "კისრის ოსტეოქონდროზი".
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად