გთხოვთ მირჩიოთ საბავშვო რაიმე დამამშვიდებელი საშუ... | რჩევები მშობლებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები მშობლებს

კატეგორია - რჩევები მშობლებს

07-01-2011

- გთხოვთ მირჩიოთ საბავშვო რაიმე დამამშვიდებელი საშუალება (მყავს ორი პატარა, 3 წლის და 1 წლის), უფროსი ბოლომდე ვერ შეეგუა უმცროს დაიკოს, დღემდე ეჭვიანობს მასზე და გაღიზიანებულია. ამასთან, წელს შევიდა საბავშვო ბაღში და განცდები კიდევ გაუმძაფრდა, ნერვიულობს ბაღზეც, არ სიამოვნებს სიარული. ბოლო ხანს ღამით აკრაჭუნებს კბილებს, თქვენი საშუალებით გავიგე, რომ ეს ფსიქოლოგიური ფონია, ემოციური მდგომარეობის შედეგი. ვფიქრობ, ამის მიზეზები საკმარისად ჩამოვთვალე. პედიატრმა დაგვინიშნა ვაგოსტაბილი, მაგრამ ტაბლეტებს ვერ ვყლაპავთ, არადა დაფჩხვნილი და წყალში გახსნილი არ დალია, მიძალიანდება და უკან ღვრის. რაც შეეხება 1 წლის პატარას, ღამით არ სძინავს მშვიდი ძილით, ითხოვს დიდი რაოდენობით წყალს (ეს უკვე მავნე ჩვევად გადაექცა მემგონი). არეულად გწერთ, უბრალოდ ვჩქარობ. ძალიან მინდა მირჩიოთ დამამშვიდებელი, დამაწყნარებელი, უვნებელი საშუალება ჩემი პატარებისთვის. გმადლობთ. პ.ს. იქნება დოზებიც მიმითითოთ.

პასუხი
- თუ პატარა ძალიან დიდი რაოდენობით ითხოვს წყალს და დღისითაც დიდი რაოდენობით სვამს წყალს, უნდა მიმართოთ ამ ჩივილით პედიატრს. 3 წლის ასაკში კი ბავშვის ასეთი ცვლილება არ არის უჩვეულო, ამ ასკში პატარები ცდილობენ “თავის დამკვიდრებას”. თუ პატარა აპროტესტებს მედიკამენტის მიღებას, ძალდატანება კიდევ უფრო გაამწვავებს მდგომარეობას. ასეთ შემთხვევებში მედიკამენტი კი არა, ბავშვთა ფსიქოლოგის დახმარებაა საჭირო.
კომენტარები
20 აპრილი 2015 13:12
მყავს 3 წლის გოგონა, დაბადებიდან ჭირვეულია, მოუსვენარი , ენერგიული, თავიდანვე ვასმევდი დამამშვიდებლებს, მერე შევწყვიტეთ... ეხლახანს ბაღშიც მივიყვანეთ, ღამე ვერ ისვენებს სულ შფოთავს,ღრმად არ სძინავს. მერე შესაბამისად ძილი არ ჰყოფნის და ჭირვეულობს... იქნებ რაიმე საშუალება მირჩიოთ რასაც მივცემ და დაძინებაში მაინც დაეხმარება....
02 ივლისი 2014 14:10
3 წლის ბიჭს რა შეიძლება მივცე დამამშვიდებელი, ძალიან ჭირვეულობს, სულ გაღიზიანებული არის, ექიმმა ვაგოსტაბილი და ბემევრონი მირცჰია დაალევინეო. შეიძლება ამ ორი წამლის ერთდროულად მიცემა?
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად