ვარ ორი კვირის ნამშობიარევი. ბავშვმა პირველი დღიდ... | ბავშვის კვება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის კვება

კატეგორია - ბავშვის კვება

05-01-2011

- ვარ ორი კვირის ნამშობიარევი. ბავშვმა პირველი დღიდანვე არ ჩაიდო ძუძუ, ძალიან ბევრი ვეცადეთ და დღემდე სხვადასხვა მეთოდებით ვცდილობ, მაგრამ მაინც არ იდებს. ექიმებმა ძუძუს თავებს დააბრალეს (გამოკვეთილი არ მაქვს ძუძუს თავები, თუმცა სხვა ბავშვმა მოწოვა). ზოგმა, წოვის რეფლექსი არ აქვსო. შესაძლებელია თუ არა წოვის რეფლექსი მოგვიანებით განუვითარდეს? ბავშვი დაიბადა 3.6 კგ 2 კვირის გადაცდენით. რძეს ვიწველი და ისე ვაძლევ ბოთლით და შესაძლებელია თუ არა რძის გაჩერება ბოთლში და მაქსიმუმ რამდენი ხნით? ძუძუს ყოველდღიური წველა ხომ არ დამიზიანებს ძუძუებს?

პასუხი
- არსებობს სპეციალური “ძუძუს თავები” – ხელოვნურად დამზადებული “ადაპტორები”, რომელთა შეძენაც შეიძლება სააფთიაქო ქსელში. გამოწველილი რძე თავდახურულ ბოთლში თავისუფლად შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში ზოგიერთი რეკომენდაციის თანახმად ნულიდან 4 გრადუსამდე 2-3 დღის განმავლობაში. თუმცა, მხედველობაშია მისაღები, რომ ჩვენთან არ არის გამორიცხული მაცივრის გამოთიშვა, მაცივრის კარი იღება ხშირად, ამიტომ ჯობს დრო შევამციროთ. რძე უნდა გაათბოთ 37 გრადუსამდე და ისე უნდა მისცეთ ბავშვს. დროულ ბავშვს წოვის რეფლექსი უნდა ქონდეს.
რა თქმა უნდა, ყოვლედღე წველა არ არის სასურველი და თუ ბავშვი საერთოდ არ წოვს, ძალიან დიდია რძის შეგუბების რისკი.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად