24 წლიდან გამიჩნდა ფსორიოზი, გამოვიყენე ყველანაირ... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

25-12-2010

- 24 წლიდან გამიჩნდა ფსორიოზი, გამოვიყენე ყველანაირი ხერხი, ხალხური, მალამოები, დიეტები, ვიშიმშილე და 1 თვეში ისევ მეწყება კანის აქერცვლება. იქნებ თქვენ მირჩიოთ რამე?

პასუხი
- ფსორიაზის დროს სრული განკურნების შანსი მცირეა, მაგრამ შესაძლებელია ხანგრძლივი რემისიის მიღწევა, თუმცა ამისათვის  აუცილებელია მკურნალობა დერმატოლოგის მეთვალყურეობით. კონკრეტული ყველზე ეფექტური საშუალება არ არსებობს, მკურნალობა ინდივიდუალურია და კომპლექსური ანუ მარტო მალამოებით შედეგი არ მიიღწევა.   გამოიყენება ზოგადი და ადგილობრივი საშუალებები, რომლებიც დაავადების სტადიისა და კლინიკური ფორმის მიხედვით ირჩევა.
ზოგადი საშუალებებიდან გამოიყენება სედატიური, შარდმდენი, არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები. ქავილის შემთხვევაში ანტიჰისტამინური მედიკამენტებსაც ვნიშნავთ. ასევე გამოიყენება იმუნომოდულატორები და სხვადასხვა ჯგუფის ვიტამინები. სისტემურ კორტიკოსტეროიდულ თერაპიას მხოლოდ მაშინ მიმართავენ, როცა ფსორიაზი მძიმედ მიმდინარეოპბს, ზოგჯერ ასეთ შემთხვევაში ციტოსტატურ საშუალებებსაც კი ინიშნება, მაგრამ უმთავრესად ხანდაზმულთათვის, ახალგაზრდებში ეს პრეპარატი სასურველი არ გახლავთ.
ადგილობრივი თერაპიისათვის ინიშნება კორტიკოსტეროიდულ მალამოები. ეს მალამოები ხანგრძლივი ხმარებისას ზოგჯერ კანის ატროფიის ან სტეროუდულ გამონაყარს იწვევს, ამიტომ მათი გამოყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და მისი მეთვალყურეობით შეიძლება.
მიმართავენ პუვა-თერაპიას, რომელიც წარმოადგენს ულტარაიისფერი სხივებით ზემოქმედებას, რაც სპეციალურ კაბინაში, განსაზღვრული მედიკამენტების ფონზე ტარდება. ის არ შეიძლება დაინიშნოს 16-18 წლამდე ასაკში, ორსულობისას, ულტრაიისფერი სხივების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას, გულ-სისძარღვთა და თირკმელების დაავადების დროს. პუვა-თერაპია უფრო ეფექტურია ფსორიაზის ზამთრის ფორმის დროს.
ფსორიაზის დროს კარგია კურორტული მკურნალობა. ამ მხრივ ცნობილი კურორტებია მაცესტა, მკვდარი ზღვის სანაპიროები. საქართველოში-წყალტუბო, ნუნისი, შავი ზღვის კურორტები, განსაკუთრებით ურეკი, რომლის მაგნიტურ ქვიშას უნიკალური მოქმედება აქვს.
ჩატარებული მკურნალობის კურსის შედეგად მიიღწევა კლინიკური რემისია, ანუ ავადმყოფს პრაქტიკულად არ აწუხებს ეს დაავადება და გამონაყარიც შეიძლება აბსოლუტურად გაქრეს. თუმცა მაპროვოცირებელი ფაქტორების ზემოქმედებით, შეიძლება იგი კვლავ გამწვავდეს. ზოგჯერ რემისიები იმდენად დიდხანს გრძელდება (ათეული წლები), რომ ავადმყოფს ავიწყდება კიდეც დაავადების შესახებ.
კომენტარები
18 ივლისი 2015 15:49
რა ვიტამინების მიღებაა რეკომენდებული ფსორიაზის დროს ? ზღვა და მზის აბაზანები ავნებს ფსორიაზს ?
18 ივლისი 2015 15:47
მაინტერესებს ფოტო თერაპია შველის ფსორიახს რემისიის მიღწევაში ? რა ღირს ერთი სეანსი ან საერთოდ მისი გამოყენება ... დიდი მადლობა წინასწარ .
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად