მაინტერესებს, რისთვის იყენებენ ფუტკრის რძეს, რა ს... | სამკურნალო მცენარეები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2019
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - სამკურნალო მცენარეები
25-12-2010

- მაინტერესებს, რისთვის იყენებენ ფუტკრის რძეს, რა სამკურნალო საშუალებები შედის მის შემადგენლობაში და სად შეიძლება ის ვიყიდოთ ან უფრო დაწვრილებით გავეცნოთ მეტ ინფორმაციას?

პასუხი
- ფუტკრის რძე რთული ბიოლოგიური პროდუქტია. ის შეიცავს ცოცხალი ორგანიზმის მშენებლობისათვის საჭირო ყველა ძირითად ნივთიერებას: ცილებს, ცხიმებს და ნახშირწყლებს, აგრეთვე ვიტამინებს, მინერალურ მარილებს, ჰორმონებს და ფერმენტებს. მასში აღმოჩენილია 22 ამინომჟავა (არგინინი, გლიცინი, ცისტეინი, ჰისტიდინი, ლიზინი, ვალინი, ლეიცინი, იზოლეიცინი, თრეონინი, სერინი, მეთიონინი, გლუტამინის მჟავა, ტრიფტოფანი და სხვ.). ფუტკრის რძის ცილები მდიდარია შეუცვლელი ამინომჟავებით და ამიტომაც სრულფასოვანი არიან. მასში ბევრია С, B1, B2, B5, B6, B8 ვიტამინები, ბიოთინი, ფოლის მჟავა, ინოზიტი და ნაკლები- A, D, E ვიტამინები. ფუტკრის რძე შეიცავს 5,46% ცხიმებსა და 12,7% ნახშირწყლებს. მიკროელემენტებიდან საინტერესოა რკინა, მანგანუმი, თუთია და კობალტი, როგორც ნივთიერებები, რომლებიც აუცილებელია სისხლის წარმოქმნისათვის. ფუტკრის რძის შემადგენლობაში შედის აცეტილქოლინი, ქოლინესტერაზა, საჭმლისმომნელებელი ფერმენტები, ჰორმონები და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები - საერთო რაოდენობით 3,9%. ფუტკრის რძე ახდენს მასტიმულირებელ მოქმედებას უმაღლეს ნერვულ სისტემაზე, აუმჯობესებს მეხსიერებას და მხედველობას, ამცირებს შაქრის შემცველობას სისხლში დიაბეტით დაავადებულებში. იგი წარმატებით გამოიყენება 54 დაავადების მკურნალობისას. მათ შორისაა ბრონქიალური ასთმა, ქრონიკული ყაბზობა, ნევროზები, ღვიძლის დაავადებები, კლიმაქსური დარღვევები, უმადობა და სხვ.
ფუტკრის რძის მიღების წინა პირობაა ფუტკრის ოჯახის მიერ დედის გამოყვანა. ოჯახის დაობლების შემდეგ სამუშე ლავრა (ჭუპრი) უნდა გარდაიქმნას სადედე ლავრად. ამ შემთხვევაში სამუშე ლავრიან უჯრას ფუტკრები რძით გაავსებენ და ეს საკვები ხდება მიზეზი იმისა, რომ მუშა ფიტკრის მაგივრად (ცოცხლობს 3-5 თვე) მიიღება დედა ფუტკარი. (ცოცხლობს 5-7 წელი). სწორედ ამ უჯრედებიდან, დედა ფუტკრის გამოჩეკვამდე, ხდება ფუტკრის რძის შეგროვება მეფუტკრის მიერ.
ფუტკრის რძის პრეპარატია აპილაკი. ნატურალური ფუტკრის რძის შესახებ ინფორმაციისთვის მიმართეთ მეფუტკრეთა ასოციაციას.
კომენტარები
18 ივნისი 2014 10:52
ფუტკრის რძე ნამდვილად ყველაზე ძლიერმოქმედი წამალია. მისი მიღების დროს არაა აუცილებელი დიეტა. ფუტკრის რძეს იღებენ ენის ქვეშ დაწვეთებით 30წუთის მანძილზე. მისი ფასი 3ლარია.(3ლ-1გრამი). პროფილაქტიკისთვის ის მოზრდილებში და ზრდასრულებში 15 გრამია ნორმა.
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ქულების დიეტა "კრემლის დიეტის" სახელითაცაა ცნობილი. ეს არის ნახშირწყლების დაბალი შემცველობის დიეტა,
ყაბაყისა და ცუკინის დიეტის პრინციპი მარტივია - ყოველდღე ჩართეთ მენიუში ამ ბოსტნეულის ნებისმიერი კერძი. ერთ თვეში 5 კილოგრამს დაემშვიდობებით.
ატკინსის დიეტა დაბალნახშირწყლოვან დიეტებს მიეკუთვნება. მას სხვანაირად ცილოვან დიეტასაც უწოდებენ. მისი
განურჩევლად იმისა, სად აპირებთ დასვენებას - ზღვაზე თუ მთაში, აუცილებელია თან გქონდეთ პატარა აფთიაქი პირველი დახმარების მედიკამენტებით.
კოღოს ნაკბენს ახასიათებს ქავილი და ხშირად სწორედ ქავილი ხდება ინფექციების შეჭრის, ნაკბენის გაღიზიანების და დიდხანს მოუშუშებლობის მიზეზი.
ზაფხულის დადგომასთან ერთად მატულობს ნაწლავური ინფექციების სიხშირე. დიარეა - ნაწლავთა გახშირებული
ზოგი სიცხეს ვერ იტანს, ზოგიც - სიცივეს. ალბათ, ბევრს აინტერესებს, რომელი უფრო საშიშია ორგანიზმისთვის.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად