რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
– მყავს 3 წლის შვილი. 18 კილოს იწონის. ძალიან ცუდად იკვებება. არ ჭამს ხილს, ფაფას, არ უყვარს რძე, მოკლედ, არ უყვარს ის, რაც აუცილებელია ბავშვისთვის. ძიძასთან ჭამს, ალბათ ხათრით, ან ბავშვების შემხედვარე. ძალიან ვნერვიულობ, რადგან საკვებიდან არ ღებულობს იმ ვიტამინებს, რაც აუცილებელია. ახლა ავადაა. როგორ მოვიქცე? თუ შეიძლება მადის გამაძლიერებლების მიცემა? ვცხოვრობთ პორტუგალიაში.
პასუხი
– 3 წლის ასაკში 18 კილოგრამი წონა ნორმალურია. როგორც თქვენ აღნიშნავთ, ბავშვი ძიძასთან ჭამს, ესე იგი ის მაინც იღებს აუცილებელ საკვებს. ავადმყოფობისას უმადობა ჩვეულებრივი მოვლენაა. მადის გამაძლიერებლების მიღებაზე შეიძლება მაშინ იფიქროთ, თუ პატარას გამოჯანსაღების შემდეგ ექნება უმადობა.