გთხოვთ მითხრათ, საკვერცხეში კისტის წარმონაქმნი (ს... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

13-12-2010

- გთხოვთ მითხრათ, საკვერცხეში კისტის წარმონაქმნი (სამწუხაროდ ზომა არ ვიცი და სანამ დავადგენ) მოქმედებს თუ არა დაორსულობაზე და ან ორსულობის შეწყვეტაზე? ან საერთოდ რა იწვევს კისტის წარმონქმნას?

პასუხი

- გააჩნია, რა სახის კისტა გაქვთ. მოგვწერეთ კისტის სახეობა.  ზოგად ინფორმაციას მოგაწვდით:
ყველაზე გავრცელებული სახესხვაობებია:
- ფოლიკულური კისტა (მკურნალობა ქირურგიულია).
- ყვითელი სხეულის კისტა (ავადმყოფს უწესდება დისპანსერული მეთვალყურეობა, უტარდება დათვალიერება ყოველ 2 თვეში ერთხელ. თუ კისტა არ უკუგანვითარდა ან ზრდა დაიწყო, ოპერაციული მკურნალობა გარდაუვალია).
- თეკალუთეინური კისტა (თეკალუთეინური კისტა ტროფობლასტური დაავადებების - ბუშტნამქერისა და ქორიონეპითელიომის დროს ვითარდება. კისტოზური წარმონაქმნები ჩნდება ორივე საკვერცხეში, ფოლიკულების გარსზე. ბუშტნამქერის ამოკვეთისა და ქორიონეპითელიომის ქიმიოთერაპიის შედეგად თეკალუთეინური კისტები გაიწოვება, ამიტომ ქირურგიული მკურნალობა საჭირო არ არის).
- ენდომეტრიოიდული კისტა (ენდომეტრიოიდული კისტის დროს ტარდება ჰორმონული, ქირურგიული, სიმპტომური და ფიზიოთერაპიული მკურნალობა);
- დერმოიდული კისტა (მკუნალობა მხოლოდ ქირურგიულია).
- პარაოვარიული კისტა (მცირე ზომის პარაოვარიული კისტა პრაქტიკულად შეუმჩნეველია. ავადმყოფი არაფერს უჩივის, მენსტრუალური ფუნქცია არ იცვლება. როდესაც კისტა დიდია, თავს იჩენს მეზობელ ორგანოებზე ზეწოლით განპირობებული სიმპტომები. განსაკუთრებით ხშირია დიზურიული მოვლენები. პარაოვარიული კისტის მკურნალობა ქირურგიულია).

 

გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად