ფეხის თითზე გამიჩნდა მაზოლი, რომელიც ძალიან მაწუხ... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2019
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

10-12-2010

- ფეხის თითზე გამიჩნდა მაზოლი, რომელიც ძალიან მაწუხებს და ვერაფერი მოვუხერხე. იქნებ მასწავლოთ რაიმე საშუალება, თორემ ტკივილი მკლავს! დიდი მადლობა წინასწარ.

პასუხი
- აფთიაქებში იყიდება კოჟრის (ე.წ. "მაზოლის") საწინააღმდეგო "პლასტირები", ჯერ უნდა გაიკეთოთ თბილი წყლის აბაზანა, შემდეგ კარგად გაიმშრალოთ ის ადგილი, სადაც ე.წ. "მაზოლი" გაქვთ და დაიკრათ პლასტირი. 2 დღის მერე მოიშორებთ მას და ამოიგდებთ "მაზოლს". შეიძლება რამდენიმე პროცედურის გაკეთება დაგჭირდეთ.
ხალხური მედიცინიდან ანალოგიური ეფექტი აქვს ლიმონს: ლიმონს უნდა ააჭრათ კანი რბილობიანად, დაიდოთ კოჟრის ადგილას ისე, რომ რბილობი შიგნით მოხვდეს და შეიხვიოთ დილამდე. მეორე დღეს პროცედურა კვლავ გაიმეორეთ. დილით კი ფეხზე გაიკეთეთ ცხელი სოდიანი წყლის აბაზანა და კოჟირი ფრთხილად ამოიგდეთ მაკრატლით.
გარდა ამისა, ეფექტურია:
>შემწვარი ხახვის ფოთლის დადება კოჟრზე, არბილებს და ხელს უწყობს მის ამოგდებას - ხახვის კანი ჩადეთ ძმარში, გააჩერეთ 1 დღე-ღამეს თბილ ადგილას. შემდეგ აიღეთ ხახვის ფოთოლი და დაიდეთ კოჟრზე. ფოთოლი უნდა გამოცვალოთ დღეში ორჯერ.
>ნიორი მოხარშეთ რძეში და დაიდეთ კოჟრებზე ან შემწვარი ნიორი დასრისეთ, შეურიეთ ზეითუნის ზეთში. ეს მასა დაიდეთ წინასწარ კოჟრზე (წინასწარ ფეხებზე სოდიანი წყლის აბაზანა უნდა გქონდეთ გაკეთებული).
>ღამე კოჟრზე დაიდეთ ალოეს ფოთოლი და შეიხვიეთ.
>ჭიქაში ჩაასხით ძმარი, შიგ ჩადეთ ახალი კვერცხი. 8 დღის შემდეგ კვერცხი მთლიანად გაიხსნება. მიღებული მალამო წაისვით მხოლოდ კოჟრზე და შეიხვიეთ.
>ძალიან ეფექტურია კოჟრზე დინდგელის დადება. რამდენიმე დღეში იგი ამოვარდება.
უნდა გითხრათ, რომ კანისა და ვენსნეულებათა ინსტიტუტში არსებობს პოდოლოგიური აპარატი, რომელიც უმტკივნეულოდ ხსნის მსგავს პრობლემებს, გარდა ამისა, იქვე არის უფრო ხელმისაწვდომი ძველი მეთოდიც: პაციენტს ადებენ ურეას მალამოს და ერთ კვირაში უმტკივნეულოდ ამოაჭრიან გარქოვანებულ უბანს.
კომენტარები
20 დეკემბერი 2018 19:33
გამარჯობათ საშინელ დღეში ვარ...არაფერი მშველის მტკივა ძალიან...ფეხის ცერა თითის ბალიშზე მაქ მაზოლის...არაფერი არ მშველის და ვერ ვაგდებ ვერაფრით დამეხმარებით.
03 მარტი 2018 19:31
Minda gkitxor ra sheidzleba iyos gazafxulidan mewyeba sheshupeba cxviris irgvliv zogjer mechedeba cxviri magram umetesad memarteba chechupeba didxans ar grdzeldeba daaxloebit naxevari saati. Sheidzleba es alergia oyos?da tu sheidzleba mivigho alergiis wamali. Gmadlobt winaswar.
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ქულების დიეტა "კრემლის დიეტის" სახელითაცაა ცნობილი. ეს არის ნახშირწყლების დაბალი შემცველობის დიეტა,
ყაბაყისა და ცუკინის დიეტის პრინციპი მარტივია - ყოველდღე ჩართეთ მენიუში ამ ბოსტნეულის ნებისმიერი კერძი. ერთ თვეში 5 კილოგრამს დაემშვიდობებით.
ატკინსის დიეტა დაბალნახშირწყლოვან დიეტებს მიეკუთვნება. მას სხვანაირად ცილოვან დიეტასაც უწოდებენ. მისი
განურჩევლად იმისა, სად აპირებთ დასვენებას - ზღვაზე თუ მთაში, აუცილებელია თან გქონდეთ პატარა აფთიაქი პირველი დახმარების მედიკამენტებით.
კოღოს ნაკბენს ახასიათებს ქავილი და ხშირად სწორედ ქავილი ხდება ინფექციების შეჭრის, ნაკბენის გაღიზიანების და დიდხანს მოუშუშებლობის მიზეზი.
ზაფხულის დადგომასთან ერთად მატულობს ნაწლავური ინფექციების სიხშირე. დიარეა - ნაწლავთა გახშირებული
ზოგი სიცხეს ვერ იტანს, ზოგიც - სიცივეს. ალბათ, ბევრს აინტერესებს, რომელი უფრო საშიშია ორგანიზმისთვის.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად