ძალიან კარგები ხართ ყველა და დიდი მადლობა ასეთი კ... | ფსიქოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქოლოგია

კატეგორია - ფსიქოლოგია

10-12-2010

- ძალიან კარგები ხართ ყველა და დიდი მადლობა ასეთი კარგი საიტისთვის. რაც შეეხება ჩემს შეკითხვას, მაისის და ივნისის თვეში მქონდა ძალიან რთული პერიოდი ჩემს ცხოვრებაში მამის გარდაცვალების მერე. ვარ გათხოვილი, მყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. მეუღლე მუშაობდა სკოლაში. იმავე სკოლაში დამლაგებლად მუშაობდა 28 წლის გოგო, ქმარს იყო ახალი გაშორებული და როგორც ჩანს ამ საცოდავი ისტორიების მოსმენით აუჩუყა ჩემს ქმარს გული (საერთოდ მოქალთანე კაცი არაა) და დაიწყო ჯერ სმს-ებით, ზარებით, შეხვედრებით... ეს ყველაფერი არ გამომპარვია და ძალიან ვიჩხუბეთ ამის გამო ბევრჯერ. მეც მაძალებდა - იმეგობრე, გვერდში დავუდგეთო და ამის საშუალებით უნდოდათ ორივეს, რომ მერე წყნარად ეკონტაქტათ. თუ ადამიანი არ მომწონს, როგორ უნდა ვიმეგობრო, თანაც დაკვეთით? მეგობარიაო, დაიჩემა ჩემმა ქმარმა და სხვა არაფერი შესდიოდა თავში. სკოლის დამთავრების მერე გააკეთეს ექსკურსია და ეს ქალბატონიც, რა თქმა უნდა, წაიყვანა ჩემმა ქმარმა. რომ გავიგე, საშინლად გავბრაზდი, ძალიან დიდი ტკივილი ვიგრძენი, ამ დროს დავურეკე და ვუთხარი, რომ თუ მანდ არ იყო ჩემი ადგილი, აღარც შენს ცხოვრებაში არ იქნება-თქო და გავთიშე ტელეფონი. მე უარი მითხრა წაყვანაზე, ადგილი არა გვაქო. გზიდან დაბრუნდა უკან მაგ დგესვე ის გოგოც. ამის მერეც იყო ტყუილში ბევრჯერ გამოჭერილი. მე ეკლესიური ადამიანი ვარ და ვუთხარი, რომ შენ ჯადო გაქვს გაკეთებული და მამაოსთან წამოდი ლოცვებზე-თქო, თუ ესეც არ გიშველის, მერე მე ჩემს თავთან ვიქნები მართალი და გავშორდეთ მეთქი. წამოვიდა, იარა, მართლაც აეხილა თვალი და ინანა ძალიან, თვითონ ასე ამბობს. მაგის მერე არაფრი აღარ შემიმჩნევია, მაგრამ მე ვერ დავწყნარდი, გული სულ აფორიაქებული მაქვს და რაღაცას რომ ვლაპარაკობთ, სულ მინდა იმ ამბავთან დაკავშირებით რამე გულსატკენი ვუთრა. ვერფრით ვერევი ჩემს თავს. მეუბნება, რომ ყველაფერი დამთავრდა და არ გამეორდებაო ამის მეტჯერო. არ ვიცი რა ვქნა, მეც დავიღალე სიმართლე რომ ვთქვა, მინდა გავთავისუფლდე და ისევ ისე ვიცხოვრო, მაგრამ არ გამომდის ძალიან ხშირად. 2 წუთიც რომ დააგვიანოს, უკვე ცუდს ვფიქრობ. მინდა თქვენ მირჩიოთ, რა ვქნა, იქნებ ჯობია გავშორდეთ ან რამე მასწავლეთ, რომ თავს მოვეიო. ძალიან დიდ მადლობა.

პასუხი
- როგორც ექიმმა, შემიძლია ფსიქოლოგის დახმარება გირჩიოთ, რადგანაც თქვენ ამჟამად ეჭვიანობთ, იმედია ამჯერად უკვე უსაფუძვლოდ. რაკი ეკლესიური ბრძანდებით, იმასაც შეგახსენებთ, რომ ეჭვი ერთ-ერთი ცოდვაა. ალბათ კარგი იქნება, თუ თქვენს მოძღვარს გაესაუბრებით.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად