პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ არსებობთ, ვარ 22 წ... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

06-12-2010

- პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ არსებობთ, ვარ 22 წლის გოგო, გათხოვილი. ამჟამად ვცხოვრობ გერმანიაში მეუღლესთან ერთად. დაახლოებით სამი კვირის წინ მქონდა პრობლემა შარდვასთან დაკავშირებით, მოშარდვის დროს მქონდა ტკივილი. ვიყავი გინეკოლოგთან, ენასთან დაკავშირებით ცოტა პრობლემა მაქვს, როგორც მე გავიგე, შარდის ბუშტის ანთება მქონდა და კიდევ რაღაც ვირუსი. სამი აბი მომცა დასალევად და მითხრა, რომ ბევრი სითხე უნდა მივიღო, დაახლოებით სამ ლიტრამდე დღეში. შარდვის დროს ტკივილმა გამიარა, მაგრამ ეხლა სხვა პრობლემა მაწუხებს - ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს ვსვავ უკვე ერთი კვირაა ექიმის დანიშნულების მიხედვით, გამაფრთხილა თავი ცუდად თუ იგრძენი, მაშინვე მოდი ჩემთანო. ერთადერთი, რაც მაწუხებს, უცნაური შავი ფერის გამონადენია. მენსტრუაცია მქონდა ჩვეულებრივად და იმის მერე გამონადენი მაქვს, ხანდახან შედედებული სისხლის კილტებიც. იქნებ ამიხსნათ, ეს ნორმალურია თუ არა და ჩასახვის საწინააღმდეგო აბების ბრალია თუ არა? მიღება ხომ არ შევწყვიტო? თუ დავიცადო შემდეგ კონსულტაციამდე?

პასუხი
პასუხობს: სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრ "ელიტა მედის" მეან-გინეკოლოგი მარინა ჩარკვიანი
- ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღების დროს პირველი 2 თვის განმავლობაში შეიძლება პაციენტს ჰქონდეს სისხლიანი ჩამონაშალი, ეს ითვლება ნორმალურ მოვლენად და მე-3 თვისთვის თავისით გაქრება.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად