ჩემს ორი წლის გოგონას აქვს თავის ასაკთან შედარები... | რჩევები მშობლებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები მშობლებს

კატეგორია - რჩევები მშობლებს

03-12-2010

- ჩემს ორი წლის გოგონას აქვს თავის ასაკთან შედარებით დიდი გლანდები, თან ალერგიულიც. ხშირად ხდებოდა ავად, ყელი უწითლდებოდა და მაღალ სიცხეებს აძლევდა. ექიმმა წამალთან ერთად გამოგვიწერა იოდინოლით ყელის ამოწმენდა. იმის მერე, როგორც კი გაცივდება, მაშინვე ყელს ვუწმინდავ. ძალიან ეფექტურად უშველა, იმის მერე სიცხე აღარ მიუცია. მაგრამ ძალიან ხშირად მესმის საწინააღმდეგო მოსაზრება, თითქოს ყელის ამოწმენდა არასასურველია. ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი. გთხოვთ, გამომეხმაუროთ.

პასუხი
- ყელის ამოწმენდაში საზიანო არაფერია, თუ ამოწმენდის პროცედურა სწორად ტარდება და უხეში ზემოქმედებით არ აღიზიანებთ ნუშურა ჯირკვლების ლორწოვანს. იოდინოლს აქვს ანტიბაქტერიული და ანტივირუსული მოქმედება და ამიტომ რესპირატორული ინფექციის საწყის ეტაპზე მისი გამოყენება აფერხებს ვირუსთა რეპლიკაციას ანუ გაყოფა-გამრავლებას, რითიც შესაძლებელი ხდება ინფექციური პროცესის დაკონსერვება ანუ შეწყვეტა. თუმცა უნდა გითხრათ, რომ ამოწმენდის პროცედურა შეგიძლიათ წარმატებით შეცვალოთ იოდინოლის ყელში ჩაწვეთებით – ბავშვს პიპეტით ენის ძირზე დააწვეთეთ 5 წვეთი იოდინოლი და როდესაც პატარა გადაყლაპავს ხსნარს, წამალი თვითონ მოედება ხახა-სასის ლორწოვანს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ზოგჯერ ისე ხდება, რომ არაერთი დიეტის დაცვის მიუხედავად ადამიანები წონის დაკლებას ვერ ახერხებენ. ამას
ადამიანები, რომლებიც სწრაფად ჭამენ, უფრო მეტს იწონიან მათთან შედარებით, ვინც უპირატესობას ნელა მირთმევას
მწვანე ჩაისა და სტაფილოში არსებულ ნაერთებს ალცჰაიმერის დაავადების განვითარების შეჩერების უნარი გააჩნია.
დაფნის ფოთოლს უძველესი დროიდან იყენებენ ხალხურ მედიცინაში, რადგან მას კულინარიულის გარდა, სამკურნალო დანიშნულებაც აქვს.
გინდათ, თქვენს სამზარეულოში ჭურჭელი ახალივით გამოიყურებოდეს?
არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ განუცდია თავის ტკივილი. ეს უკანასკნელი აქვეითებს
გვესაუბრება ექიმ-რეანიმატოლოგი ნინო გრიშაშვილი. - ქალბატონო ნინო, რა არის მოწამვლა, რა ნიშნებით შეიძლება