ვარ 17 წლის. მენსტრუაციის დროს მაქვს საშინელი ტკი... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

27-11-2010

- ვარ 17 წლის. მენსტრუაციის დროს მაქვს საშინელი ტკივილი (გამაყუჩებელი თუ არ დავლიე, გონებას ვკარგავ) ხანდახან გამონადენი ჭარბია, ხანდახან არა. მაქვს დაბალი წნევა, გულისრევის შეგრძნება და საჭმელს თითქმის ვერ ვჭამ. მაინტერესებს, რამდენად ნორმალურია და რამ შეიძლება ეს გმაოიწვიოს?

პასუხი
- აუცილებად უნდა მიმართოთ გინეკოლოგს.  მენსტრუაცია, როგორც წესი, უმტკივნეულოა, ან წელისა და მუცლის ქვედა ნაწილში ზომიერად მტკივნეული. არის შემთხვევები, რაცა გოგონებს მენსტრუაციის დროს აქვთ ძლიერი ტკივილი. ამის მიზეზი შეიძლება იყოს საქალწულე აპკის თავისებურება, რაც აძნელებს სისხლიანი გამონადენის გამოყოფას. ასეთ გოგონებს გათხოვების შემდეგ მენსტრუაციის დროს ტკივილი საგრძნობლად უმცირდებათ. მტკივნეულობას შეიძლება ბევრი სხვა მიზეზიც ჰქონდეს, მაგალითად ორგანიზმის მოუმწიფებლობა, სასქესო ორგანოების მცირე ზომა, არასაკმარისი ჰორმონალური ფონი, სტრესი, ანთებითი პროცესები, საშვილოსნოს კედლის ძლიერი შეკუმშვა და სხვა. მტკივნეული მენსტრუაციის მიზეზის დადგენა მხოლოდ ექიმს შეუძლია. მიზეზის დადგენის შემდეგ ტკივილის მოსახსნელად პაციენტებს ენიშნებათ - ან ტკივილგამაყუჩებელი, ან სპაზმოლიტური საშუალებები, ან ანთებისსაწინააღმდეგო, ან კიდევ ჰორმონალური საშუალებები.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად