რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- დამისვეს სებორიული ალოპეციის დიაგნოზი თავზე, დამინიშნეს 2 თვიანი მკურნალობის კურსი: თავს ვიბან მერკის შამპუნით, ვისმევ დერმოვეიტის მალამოს და მასთან ერთად ელოკომის ლოსიონს უკვე 2 თვეა. შედეგად უფრო გამითხელდა თმა, მაგრამ სებორია ნამდვილად აღარ მაქვს, ქერტლი და ნადები მთლიანად გამიქრა. თმა მაინც მცვივა და გამითხელდა უარესად. ვნერვიულობ საშინლად, 23 წლის ბიჭი ვარ. მირჩიეთ რამე, გთხოვთ.
პასუხი
პასუხობს: დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ექიმ-დერმატოლოგი ლია ჭითანავა
- გირჩევთ ნუტრიკაპის ამპუულებს თმებში შესაზელად ერთი თვის განმავლობაში, თავის დაბანას ნუტრიკაპის შამპუნით. დასალევად - ვიტამინ ვიტრუმს (ერთ აბი დღეში ერთხელ, სულ 30 ცალი). კარგი იქნება თუ გაიკეთებთ აქტოვეგინის ინექციებს 10 დღე (ერთი ამპულა ყოველდღე) კუნთებში.