რა შემთხვევაში უნიშნავენ დექსამეტაზონს? და რამეს ... | ფარმაკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფარმაკოლოგია

კატეგორია - ფარმაკოლოგია

24-11-2010

- რა შემთხვევაში უნიშნავენ დექსამეტაზონს? და რამეს ხომ არ გამოიწევს?

პასუხი
- დექსამეტაზონი ინიშნება რევმატოიდული და სხვა ართრიტების, პერიართრიტების, ანკილოზირებადი სპონდილოართრიტის, სხვადასხვა დერმატიტების, დერმატოზების, მწვავე და ქრონიკული ალერგიული დაავადებების (ბრონქული ასთმა, ჭინჭრის ციება და სხვ.), ადისონის დაავადების, ნეფროზული სინდრომის, ლიმფოგრანულემატოზის, სისხლის დაავადებების (მწვავე ლიმფობლასტური და მიელობლასტური ლეიკოზი, ინფექციური მონონუკლეოზი), თვალის სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ, ინფექციური დაავადებების დროს, შოკის პროფილაქტიკისათვის, ორგანოებისა და ქსოვილების ტრანსპლანტაციის დროს (იმუნოდეპრესიული მოქმედება) და სხვ.
გვერდითი მოქმედება. დექსამეტაზონი ჩვეულებრივ კარგი ამტანობით ხასიათდება, მაგრამ დიდი დოზებისას და მის მიმართ ჰიპერმგრძნობელობისას შეიძლება განვითარდეს გვერდითი ეფექტები: იცენკო-კუშინგის სიმპტომოკომპლექსი, ჰიპერგლიკემია, კალციუმის გამოყოფის გაძლიერება და ოსტეოპოროზი, რეგენერაციის პროცესების შენელება, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამწვავება, არადიაგნოსტირებული წყლულის პერფორაცია, ჰემორაგიული პანკრეატიტი, ინფექციის მიმართ წინააღმდეგობის დაქვეითება, სისხლის შედედების მომატება, ფერიმჭამელების გაჩენა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, უძილობა, აგზნებადობა, ეიფორია, ეპილეფსიის მსგავსი კრუნჩხვები. ხანგრძლივი გამოყენებისას უაცილებელია თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დათრგუნვის შესაძლებლობა ჰორმონების ბიოსინთეზის დათრგუნვით.
უკუჩვენებები. ჰიპერტონული დაავადების მძიმე ფორმები, იცენკო-კუშინგის დაავადება, ორსულობა, სისხლის მიმოქცევის III ხარისხის უკმარისობა, მწვავე ენდოკარდიტი, ფსიქოზები, ნეფრიტი, ოსტეოპოროზი, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, სიფილისი, აქტიური ტუბერკულოზი (სპეციფიური მკურნალობის არ არსებობის დროს), შაქრიანი დიაბეტი, ალერგიული რეაქციები დექსამეტაზონზე ანამნეზში, ვირუსული ინფექციები.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად