რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- პირველ რიგში დდი მადლობა, რომ არსებობს ეს საიტი. 1 თვეში ვთხოვდები, სრულ გამოკვლევას ვერ ვიტარებ ფინანსური ხარჯების გამო. იქნებ მირჩიოთ, კონკრეტულად რა გამოკვლევები და ანალიზები ჩავიტარო, რომ მომავალი ორსულობა მშვიდად გავატარო? ამ ეტაპზე თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ მინდა დაზღვეული ვიყო სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე.
პასუხი
- ამ თემასთან დაკავშირებით გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან “რა უნდა იცოდეს ორსულმა”. გვესაუბრება ავერსის კლინიკის გინეკოლოგი მარინა მაჩაიძე:
- იდეალურ შემთხვევაში სასურველია, ქალმა ექიმს მაშინვე მიმართოს, როგორც კი დაორსულებას დააპირებს. ეს ვიზიტი 3 თვით უნდა უსწრებდეს დაგეგმილ ორსულობას. მისი მიზანია ქალის პროფილაქტიკური გასინჯვა და გამოკვლევა ინფექციური აგენტების გამოსავლენად. განსაკუთრებით იმ ინფექციებისა, რომლებიც აზიანებენ ნაყოფს, იწვევენ მის სიმახინჯეებს. ასეთია ციტომეგალოვირუსი, ტოქსოპლაზმა, ჰერპესვირუსი, ქლამიდია, მიკოპლაზმა, ურეაპლაზმა. როცა არც ერთი ინფექცია არ ვლინდება ანუ ქალი ჯანმრთელია, წყვილი ორსულობისთვის მზადებას იწყებს.
ნაყოფის სიმახინჯის პროფილაქტიკისთვის ორივე მშობელმა დაგეგმილ ორსულობამდე სამი თვით ადრე უნდა დაიწყოს ფოლიუმის მჟავას მიღება. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ნერვული ღეროს დეფექტების თავიდან ასაცილებლად. ფოლიუმის მჟავა ხელს უწყობს პროლიფერაციულ პროცესებს, მათ შორის განაყოფიერებული კვერცხუჯრედის – ციტოტოროფობლასტის - სწორ დაყოფას. ფოლიუმის მჟავას მიღებას ქალი ორსულობის მე-13 კვირამდე განაგრძობს.