- გთხოვთ დამეხმარეთ, ვარ 2 შვილის დედა, მყავს მეუღლე. ურთიერთობა მაქვს ჩემს პირველ შეყვარებულთან, რომლის მეუღლეც, გარკვეული მიზეზის გამო ვერ გავხდი, დაახლოებით 5 თვის წინ შევხვდით ერთმანეთს. ურთიერთობა ისე არ გაიგოთ, რომ მასთან მაკავშირებდეს სექსი, სიგიჟემდე გვიყვარს ერთმანეთი, იგი არ არის დაქორწინებული, შეიძლება ჭკუიდან გადავიდე, ისეთ დღეში ვარ. გთხოვთ, დამეხმარეთ, მირჩიეთ რამე, როგორ მოვიქცე? იგი ვერ ახერხებს თავის ოჯახს შეატყობინოს ეს ყველაფერი, რადგანაც მე 2 შვილი მყავს და მისი ოჯახისთვის ეს საკმაო პრობლემას წარმოადგენს. ძალიან ცუდ დღეში ვარ, სულ მასზე ვფიქრობ. გთხოვთ, გაითვალისწინეთ ისიც, რომ მე მყავს ქმარი. მირჩიეთ რამე, დამეხმარეთ. ვერ ვეუბნები ვერავის, ძალიან ცუდად ვარ. ეს ადამიანი ჩემი პირველი სიყვარული იყო. მადლობა წინასწარ.
- ასეთ საკითხში რჩევას ექიმები არ იძლევიან. ადამიანი არის თავისუფალი არსება და მას აქვს არჩევანის გაკეთების უფლება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რაც მოგესურვებათ, ყველაფრის კეთება მორალურად იყოს გამართლებული. სანამ გათხოვდებოდით, მანამდე უნდა გეფიქრათ იმაზე, რომ სხვა გიყვარდათ. თქვენი წერილიდან გვრჩება შთაბეჭდილება, რომ უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი გაქვთ და თუ ძველი შეყვარებულის ოჯახი თანახმა იქნება, დაუფიქრებლად დაანგრევთ 2 შვილანი დედა ოჯახს. როგორც ჩანს, თქვენ ის კი არ გაღელვებთ, რომ ორი ბავშვი მამას უნდა დააშოროთ, რომ ქმარს გული უნდა ატკინოთ, არამედ ის, რომ ძველი შეყვარებულის ოჯახი არ გიღებთ. თქვენ მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობთ. ჩვენ მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, კარგად დაფიქრდით.