ხშირად მაქვს თვალები ჩაშავებული და დაბერილი, ძილი... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

17-11-2010

- ხშირად მაქვს თვალები ჩაშავებული და დაბერილი, ძილით ნორმალურად მძინავს, მაგრამ დილით რომ ვიღვიძებ, არ ვიცი რა მოვუხერხო, რით დავმალო. თვალის ქვედა ნაწილი ჩავარდნილი მაქვს. ნარკომანს გავხარო, მეუბნებიან. საღამოს ვსწავლობ გაკვეთილებს, მაგრამ არ ვღლი თვალებს. ადრე ისეც პრობლემები მქონდა - ოპერაციაც მაქვს გაკეთებული 8 წლის ასაკში, მაგრამ არა მგონია კავშირი ჰქონდეს. რადგან ახლახანს დამეწყო ესე. თუ არ შეწუხდებით, მომწერეთ, რა ვქნა. არა მგონია საშიში იყოს, მაგრამ ცუდად გამოვიყურები. გთხოვთ, მირჩიეთ რამე.

პასუხი
- თვალების ირგვლივ ლურჯი რგოლების არსებობა მემკვიდრული ხასიათისაც შეიძლება იყოს და რომელიმე პათოლოგიური პროცესის მანიშნებელიც. თვალების ჩაშავების მიზეზი თვალის ირგვლივ მდებარე კანის სისხლძარღვთა, კერძოდ, წვრილი ვენების გაფართოება და მათი გამჭვირვალობის მომატებაა. ლურჯი რგოლების გაჩენის ზოგადი მიზეზებია: გამოუძინებლობა და გადაღლა; კომპიუტერთან დიდხანს მუშაობა; სტრესი; დეპრესია; თვალების მუდმივი სრესა - ამ ერთი შეხედვით უვნებელ ჩვევას ადვილად შეუძლია თვალების ჩაშავება გამოიწვიოს. ხელები ყოველთვის სუფთა არ არის, სრესა კი ნაზ ლორწოვან გარსსა და მის სისხლძარღვებს აღიზიანებს; კანის დაბერება (ეს თქვენ არ გეხებათ) - თვალების ირგვლივ არსებული ნაზი კანი სხეულის სხვა უბნებთან შედარებით ადრე კარგავს ელასტიკურობას, სიმკვრივეს და ბუნებრივ ფერს; გაუწყლოება; ნიკოტინი - ის ავიწროებს სისხლძარღვებს, ქსოვილები ჟანგბადოვან შიმშილს განიცდიან და თვალების ირგვლივ ლურჯი რგოლები ჩნდება. თვალების ირგვლივ სიშავესთან ბრძოლისთვის პირველ რიგში აუცილებელია ჯანმრთელი, სრულფასოვანი ძილი, დაბალანსებული კვება, წყლის დიდი რაოდენობით მოხმარება, სტრესული სიტუაციების თავის არიდება, კვების რაციონში მარილის შეზღუდვა. არსებობს სპეციალური კრემები (მოიკითხეთ აფთიაქში ან პარფიუმერიის მაღაზიებში, ან კოსმეტიკურ სალონებში). გარდა ამისა, დილაობით სახე ყინულის კუბიკებით გაიწმინდეთ, უკეთესია თუ კუბიკები მცენარეული ნაყენისგან იქნება დამზადებული; ქუჩაში, მზეზე გასვლისას ყოველთვის გაიკეთეთ მზის სათვალე; სვით ტომატის წვენი, გამოიყენეთ პიტნა, ლიმონის წვენი, ისეთი ხილი და ბოსტნეული, რომლებიც უხვად შეიცავენ E ვიტამინს; თუ მოიხმართ, შეამცირეთ სპირტიანი სასმელების და ნიკოტინის გამოყენება, შეზღუდეთ ყავა, და ცხიმიანი ხორცი; გაიკეთეთ მასაჟი თვალების ირგვლივ, ნუშის ზეთის გამოყენებით, 3 კვირის განმავლობაში. გარდა ამისა: წვრილად დაჭრილი ოხრახუშის ფოთლები ფრთხილად დაილაგეთ თვალების ქვემოთ, ზემოდან დაიფინეთ სველი ბამბის ტამპონი, გაიჩერეთ 10 - 15 წუთი. ან 1ს/კ ტომატის წვენი, 1ჩ/კ ლიმონის წვენი და პურის ფქვილი ერთმანეთში აურიეთ, ისე რომ მიიღოთ ერთგვაროვანი თხელი მასა, წაისვით თვალების ქვემოთ, გაიჩერეთ 10 წუთი, ჩამოიბანეთ თბილი წყლით; ან - 1 ცალი საშუალო ზომის მოხარშული კარტოფილი გაჭერით შუაზე, დაიდეთ თვალების ქვემოთ და გაიჩერეთ 20 წუთი. თუ სილურჯე არც მემკვიდრეობითია და არც დასვენების შემდეგ ქრება, ის შესაძლოა უფრო სერიოზულ პრობლემებზე მიუთითებდეს. ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს, რათა დაადგინოთ, ხომ არ უკავშირდება ეს ცვლილება რომელიმე შინაგანი ორგანოს დაავადებას.
კომენტარები
29 ოქტომბერი 2014 10:59
გამარჯობათ მე მემკვიდრეობიტ მაქვს ალბატ, დედაჩემსაც ჩაშავებული აქვს და შესაძლებელია ამის გაქრობა?გთხოვტ მიპასუხოთ
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
ბევრი სასარგებლო პროდუქტი ნაკლებად ცნობილი და ბოლომდე შეუფასებელია, მათ შორისაა ნუშის რძე.
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად