მადლობა წინა კითხვაზე პასუხისთვის. ვარ 22 წლის და... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

17-11-2010

- მადლობა წინა კითხვაზე პასუხისთვის. ვარ 22 წლის და საკმაოდ მშრალი, ნაზი, მაგრამ ხორკლიანი კანი მაქვს ტანზე, ძირითადად მკლავებზე და ფეხებზე (საჯდომზეც კი). ამ ბოლო ხანს დავსუსტდი და კიდე უფრო მეტად გამიხორკლიანდა კანი მკლავებზე და ფეხებზე განსაკუთრებით. რას მირჩევთ, იქნებ არის რაიმე საშუალება ოჯახურ პირობებში, რომ ცოტათი მაინც გამიგლუვდეს კანის ზედაპირი ან რაიმე სამკურნალო კრემები?

პასუხი
- როგორც წესი, ხორკლების გაჩენის მიზეზი, კანის სიმშრალეა. ადამიანის კანი შეიცავს ორგანიზმში არსებული წყლის 20%-ს. ნორმალური ტემპერატურის პირობებში ზედაპირიდან ორთქლდება დღეში 300-400 მლ წყალი. თუ ეპიდერმისიდან იმაზე მეტი რაოდენობის წყლის აორთქლება ხდება, ვიდრე მას ღრმად მდებარე შრეების უჯრედებიდან მიეწოდება, მაშინ ვითარდება კანის სიმშრალე. კანის დაბალი ტენიანობის შემთხვევაში  სერიოზულად ირღვევა მისი ფუნქცია, კერძოდ, ხდება კოლაგენური და ელასტიკური სტრუქტურების დეგენერაცია. კანის სიმშრალე მრავალმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია არასასურველი კლიმატური პირობები (ძალიან მშრალი ჰაერი. მკვეთრი მზე, ქარი, ყინვა. კონდიცირება) და კანის არასწორი მოვლა. გარდა ამისა კანის სიმშრალე შეიძლება გამოიწვიოს ზოგმა დაავადებამ (ატოპიურმა დერმატიტმა, ფსორიაზმა, ენდოკრინულმა დაავადებებმა და სხვა), ანდა იგი ზოგი წამლის გვერდითი ეფექტი შეიძლება იყოს. ზოგს კანის სიმშრალე ჰორმონული ცვლილებების ფონზე უვითარდება. მშარალი კანის შემთხვევაში მდგომარეობის გაუარესებას იწვევს: ძალიან ცხელი წყლით ბანაობა, ჩვეულებრივი საპნის გამოყენება, ძალიან ძლიერი კოსმეტიკური საშუალება, გარუჯვა. უნდა გითხრათ, რომ ტანის კანი, სახის კანის მსგავსად მოვლას საჭიროებს, მითუმეტეს, თუ მშრალი და ხორკლიანი კანი გაქვთ. გირჩევთ ჩვეულებრივი საპონი შეცვალოთ თხევადი საშუალებით (მაგალითად ბანაობის დროს გამოიყენეთ შხაპის გელი მშრალი კანისთვის). იგი უკეთ უნარჩუნებს კანს სინოტივეს, ასევე მუდმივად გამოიყენეთ ტანის მკვებავი ბალზამი. ბანაობის შემდეგ ტანის გამშრალებისთანავე წაისვით ტანის დამატენიანებელი კრემი. პერიოდულად მიიღეთ სამკურნალო (სალბის, გვირილის, ორკბილას) აბაზანები. ერიდეთ მზეს, მიიღეთ ვიტამინები ან პოლივიტამინური კომპლექსი.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად