ვარ 21 წლის, სქესობრივი აქტის დროს მტკივა საშო. ო... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

14-11-2010

- ვარ 21 წლის, სქესობრივი აქტის დროს მტკივა საშო. ორგაზმი არ განმიცდია არც ერთხელ სექსის დროს და მგონია, რომ ამ ტკივილის გამო. რა შეიძლება იყოს ამ ტკივილის მიზეზი?

პასუხი
- მართლაც სქესობრივი კავშირის დროს ტკივილი შეიძლება გახდეს ანორგაზმიის მიზეზი.
ჩამოგითვლით იმ მიზეზებს, რომლებიც შეიძლება ქალებში სექსის დროს ტკივილს იწვევდეს:
1. დეფლორაცია - საქალწულე აპკის დარღვევა პირველი სქესობრივი აქტის დროს.
2. ვაგინიზმი - გარეთა სასქესო ორგანოების კუნთების სპაზმი მათი მომატებული მგრძნობელობის გამო.
3. საქალწულე აპკის არასრული დარღვევა - ზოგჯერ საქალწულე აპკი ისეთი აგებულებისაა, რომ მრავალჯერადი სქესობრივი აქტის დროსაც კი ვერ ხდება მისი მთლიანობის დარღვევა და მხოლოდ ნაწილობრივ იხევა. ასეთ შემთხვევაში ქალს სექსის დროს ტკივილი აქვს. მშობიარობის შემდეგ კი უკვე ირღვევა აპკის მთლიანობა და ტკივილებიც ქრება.
4. საშოს ლორწოვანის ანთება - ასეთ ანთებას ინფექციური პათოლოგიები იწვევს, ამიტომ კარგი იქნება ნაცხის ბაქტერიოლოგიური ანალიზი.
5. ანთების შემდგომ განვითარებული შეხორცებები.
6. მშობიარობის შემდგომი ნახეთქები, ტრავმები, ნაკერები.
7. ენდომეტრიოზი - მისი ძირითადი სიმპტომია ტკივილი, რომელიც ძლიერდება მენსტუაციის წინ და მენსტრუაციის დამთავრებისთანავე გაივლის. აგრეთვე ახასიათებს გამონადენი.
8. მენჯის ნერვების ნევრალგია.
9. ვენური შეგუბება - როცა სქესობრივი ცხოვრება არარეგულარულია, სასქესო ორგანოებისადმი სისხლი გამუდმებით მიედინება, უკუდინება კი არ ხდება, ამიტომ ქალს მუდმივად აქვს სიმძიმის შეგრძნება და ტკივილი სქესობრივი აქტის შემდეგ.
10. ბართოლონის სეკრეტის არასაკმარისად გამოყოფა - როცა ქალს არ სურს სქესობრივი ურთიერთობა, აქვს ბართოლინის ჯირკვლის პათოლოგია, ან დარღვეული აქვს ჰორმონული ფონი, შესაძლოა სეკრეტი, რომელიც სქესობრივი კონტაქტისათვის აუცილებელია, არასაკმარისად გამოიყოფოდეს, რაც ტკივილის მიზეზი ხდება.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად