მინდა, რომ შევცვალო ჩემი დამოკიდებულება საკვებისა... | დიეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დიეტოლოგია

კატეგორია - დიეტოლოგია

14-11-2010

- მინდა, რომ შევცვალო ჩემი დამოკიდებულება საკვებისა და კვების პროცესისადმი, რადგან ზედმეტად ვარ ამ ორზე დამოკიდებული რას მირჩევთ? როგორ უნდა ვჭამოთ?

პასუხი
- თუ მოინდომებთ, აუცილებლად ისწავლით სწორად კვებას. ჯანმრთელობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ბალანსირებულ და რაციონალურ კვებას. მხოლოდ ორგანიზმისთვის აუცილებელი კომპონენტებისგან (ცხიმები, ცილები, ნახშირწყლები, ვიტამინები, მინერალური ნივთიერებები) დაბალანსებული კვება უზრუნველყოფს ორგანიზმის ენერგეტიკულ მოთხოვნილებას. ასეთ კვებას უწოდებენ დიეტოლოგები რაციონალურს. რაციონალური კვების დარღვევას ნებისმიერ ასაკში შეიძლება მოჰყვეს სხვადასხვა დაავადებების განვითარება. ადამიანი უნდა იკვებოს ისე, რომ მიღებული და დახარჯული ენერგია ერთმანეთის ტოლი იყოს. ჭარბად მიღებული საკვები გამოიწვევს წონის მატებას და ცხიმების დაგროვებას, რაც ჯანმრთელობისთვის საზიანოა, კვების სიმცირე კი - წონის დეფიციტს, რაც ასევე საზიანოა ჯანმრთელობისთვის.

ქვემოთ ჩამოვთვლით ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელი პროდუქტების სიას:

1. პური და პურის ნაწარმი. თეთრი ხორბლის უმარილო პური ან მსხვილი დაფქვის (ქატოს) პური ან ორცხობილა.

2. წვნიანი - ბოსტნეულის, მაწვნის, ქათმის. შეგიძლიათ წვნიანს დაუმატოთ არაჟანი, ლიმონის წვენი.

3. ხორცისა ან ქათმის კერძები.. უცხიმო საქონლის ხორცი, ხბო, ქათამი, ინდაური.

4. თევზი.

5. ბურღულეული;

6. ბოსტნეული;

7. კვერცხი ( 1ცალი);

8. დესერტად - ხილი (ახალი, მოხარშული, ხილფაფა და სხვა)

9. რძის პროდუქტები.

10. სასმელები: ჩაი, კაკაო, ხილის წვენი, მინერალური წყალი (გაზგასული);

11. ცხიმი - მცენარეული ზეთი, ნაღების კარაქი,

კვების რეჟიმი:

-დღეში 4-5 ჯერ იკვებეთ, გამოიყენეთ ჭარბად ნაკლებად კალორიული პროდუქტები - ბოსტნეული, ხილი (მაგრამ ტკბილი არა), უცხიმო ხორცი, თევზი, კვერცხი. ჭამეთ ნელა, გულდასმით დაღეჭეთ საკვები;

-ერიდეთ მადის აღმძვრელი საკვების მიღებას, ცხარე, მარილიან და სუნელებიან კერძებს, ცომეულს და საკონდიტრო ნაწარმსა და სპირტიან სასმელებს.

-კერძის მოსამზადებლად გამოიყენეთ მცენარეული ზეთი;

-დღეში 100- 150 გ პურით დაკმაყოფილდით;

-უარი თქვით კოკა-კოლაზე, პეპსი-კოლაზე, ფანტაზე, ლიმონათზე და სხვა ამ ტიპის სასმელებზე.

-შაქარი ეკონომიურად მოიხმარეთ

-დღეში 10-12 გ-ზე მეტი მარილი არ მოიხმაროთ;

-არ ივახშმოთ უშუალოდ ძილის წინ - შეგიძლიათ მიირთვათ მხოლოდ მაწონი.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად