მაწუხებს ჭარბთმიანობა სხეულზე, ასევე ხშირი თმა მა... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

14-11-2010

- მაწუხებს ჭარბთმიანობა სხეულზე, ასევე ხშირი თმა მაქვს სასქესო ორგანოზე, საჯდომზე, ფეხებს შუა, რაც მიქმნის ძალიან დიდ დისკომფორტს (მითუმეტეს, რომ ჭარბოფლიანობაც მაწუხებს). ვერ მეტყვით, რამდენადაა შესაძლებელი ამ ადგილებში ეპილაციის გამოყენება ან თუ არის რამე სხვა საშუალება თმის მოსაცილებლად? კიდევ ერთი, თუ შეიძლება - რამდენად საზიანოა 20 წლის ბიჭისთვის ის, რომ არ ჰქონია სქესობრივი აქტი (სექსი) და მასტურბირებს, თან საკმაოდ ხშირად?

პასუხი
- პირველ რიგში უნდა გითხრათ, რომ მამაკაცებისთვის ქალებთან შედარებით გაცილებით მეტი თმიანობაა დამახასიათებელი და ეს ნორმაა. თმიანობის ფორმა ქალებსა და მამაკაცებში არსებითად განსხვავდება. ქალში მას საზღვარი აქვს, მამაკაცებს კი თმიანობა შესაძლოა მთელ მუცელზე, ზურგსა და მკერდზე ჰქონდეთ. იმ შემთხვევაში, თუ ქალისა და მამაკაცის თმიანობის ტიპებს შორის საზღვარი დაირღვა, სპეციალისტები სასქესო ჯირკვლების მოქმედების დარღვევაზე მიუთითებენ. მაგალითად, მამაკაცებს თმიანობა უფრო მეტად აქვთ გამოხატული წვივებსა და წინამხარზე; მხოლოდ კაცებს ეზრდებათ წვერი და ულვაში. თუ თქვენ არაესთეთიკურად მიგაჩნიათ და დისკომფორტს გიქმნით თმიანობა, უნდა მიმართოთ ესთეთიკური მედიცინის ცენტრებს. დაბოლოს, თქვენთვის საინტერესო ინფორმაციის მისაღებად წაიკითხეთ ჩვენს საიტზე ეკა ჭავჭავაძის სტატია "მამაკაცთა ჭარბთმიანობა". რაც შეეხება ხშირ მარსტურბაციას, ამან შეიძლება გამოიწვიოს შეგუბებითი მოვლენები და შედეგად პროსტატიტი.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად