თუ შეგიძლიათ მომაწოდოთ რაიმე ინფორმაცია ფრიდრაიხი... | ნევროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ნევროლოგია

კატეგორია - ნევროლოგია

13-11-2010

- თუ შეგიძლიათ მომაწოდოთ რაიმე ინფორმაცია ფრიდრაიხის ატაქსიის შესახებ და შარკომარის ნევრალური ამიოტროფიის შესახებ. წინასწარ გიხდით მადლობას.

პასუხი
- ფრიდრეიხის ატაქსია – მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც დაკავშირებულია ზურგის ტვინის გამტარი სისტემებისა და პერიფერიული ნერვული ბოჭკოების  დეგენერაციასთან. ვლინდება 8 – 15 წლის ასაკში მერყევი ნაბიჯებითა და ხშირი დაცემებით. აღინიშნება ატაქსია და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევები, აგრეთვე ღრმა მგრძნობელობის დარღვევა, კუნთების დასუსტება კიდურების დისტალურ ნაწილებში, სკოლიოზი და ტერფის დეფორმაცია. შესაძლებელია მხედველობის ნერვის ატროფია და სმენის დაქვეითება. დაავადება ნელა პროგრესირებს და დაახლოებით 15 წლის შემდეგ ავადმყოფები სრულებით კარგავენ დამოუკიდებლად გადაადგილების უნარს. შარკო-მარის ნევრალური ამიოტროფია ნელა პროგრესირებადი დაავადებაა. მისი ძირითადი ნიშანია ქვემო კიდურების დისტალურ (განაპირა) ნაწილებში კუნთების ატროფია. დაავადების მორფოლოგიურ საფუძველს უმთავრესად პერიფერიულ ნერვებში მიმდინარე დეგენერაციული ცვლილებები ქმნის.
კომენტარები
30 მაისი 2016 11:20
თუ არის შესაძლებელი რეაბილიტაციით მისი სრული განკურნება?
23 იანვარი 2015 14:00
ვარ 29 წლის.გთხოვთ მომაწოდოთ ინფორმაცია ფიდრიხის დაავადების შესახებ და ვის შეიდძლება მივმართოთ მკურნალობისთვის
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ზოგჯერ ისე ხდება, რომ არაერთი დიეტის დაცვის მიუხედავად ადამიანები წონის დაკლებას ვერ ახერხებენ. ამას
ადამიანები, რომლებიც სწრაფად ჭამენ, უფრო მეტს იწონიან მათთან შედარებით, ვინც უპირატესობას ნელა მირთმევას
მწვანე ჩაისა და სტაფილოში არსებულ ნაერთებს ალცჰაიმერის დაავადების განვითარების შეჩერების უნარი გააჩნია.
დაფნის ფოთოლს უძველესი დროიდან იყენებენ ხალხურ მედიცინაში, რადგან მას კულინარიულის გარდა, სამკურნალო დანიშნულებაც აქვს.
გინდათ, თქვენს სამზარეულოში ჭურჭელი ახალივით გამოიყურებოდეს?
არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ განუცდია თავის ტკივილი. ეს უკანასკნელი აქვეითებს
გვესაუბრება ექიმ-რეანიმატოლოგი ნინო გრიშაშვილი. - ქალბატონო ნინო, რა არის მოწამვლა, რა ნიშნებით შეიძლება