15 წლის გოგონას ჰქონდა ენტეროვირუსი. 4 დღე მაღალი... | ბავშვთა ინფექციები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვთა ინფექციები
10-11-2010

- 15 წლის გოგონას ჰქონდა ენტეროვირუსი. 4 დღე მაღალი სიცხე და გახშირებული კუჭის მოქმედება. სამკურნალოდ იღებდა ლინექსს და ბისეპტოლს. სითხეს ცოტა ნაკლებად. თითქოს გაუარა, მაგრამ ხშირად მოვლითი ტკივილი აწუხებს. ფეკალური მასა ოდნავ თხელია და მცირე რაოდენობის სისხლს აყოლებს. გთხოვთ გამარკვიოთ, რისი ბრალი შეიძლება იყოს და რას მირჩევთ?

პასუხი
- ზოგადად,  ენტეროვირუსული დაავადებები არის მწვავე ინფექციური დაავადებები, რომლებსაც იწვევენ ნაწლავური ვირუსები; მიმდინარეობს კუნთების, ცენტრალური ნერვული სისტემისა და კანის საფარველის დაზიანებით და არა ფაღარათით, როგორც ხშირად ჩვენი მკითხველები თვლიან. გადაეცემა უპირატესად ჰაერ-წვეთოვანი გზით. თქვენს მიერ აღწერილი კლინიკა არ არის დამახასიათებელი ენტეროვირუსისასთვის, ის უფრო ტიპიურია ნაწლავური ბაქტერიული ინფექციისათვის. როგორც თქვენი სიტყვებიდან გამომდინარეობს, მდგომაროება ამჟამად გაუმჯობესებულია. გირჩევთ, შვილი მოარიდოთ იმ საკვებს, რომელიც მდიდარია ბოჭკოთი, ხორცის ნახარშს, ცხიმიანს. ფაღარათის შეწყვეტამდე მან შეიძლება მიიღოს კარტოფილის პიურე, ბრინჯის ნახარში, თეთრი პურის ორცხობილა ბაც ჩაისთან ერთად, სითხეები, მინერალური წყალი გაზის გარეშე, ახალი ხაჭო. თუ 1-2 დღეში სიმპტომები არ გაქრა, მიმართეთ ინფექციონისტ-გასტროენტეროლოგს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
ამ სიაში აღმოჩნდა დაბალკალორიული ჩინური კომბოსტო, რომელიც მდიდარია კალციუმით, უჯრედისითა და
გახდომისათვის არაა საჭირო შიმშილი. საკმარისია შევარჩიოთ სწორი პროდუქტი. დიეტის გარეშე, სრულფასოვანი კვების
ხშირად კითხულობენ, ასუქებს თუ არა კარალიოკი ან შეიძლება თუ არა ხურმის ან კარალიოკის ღამით ჭამა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად