რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- ცხვირზე მაქვს შავი წერტილები და როგორ მოვიცილო სახლის პირობებში?
პასუხი
- თავდაპირველად გეტყვით, რომ საუკეთესო იქნება კოსმეტოლოგთან ვიზიტი და კანის გაწმენდა. ცხიმიანი კანის ფორებში (ასეთ კანს უფრო ფართე ფორები აქვს, ვიდრე მშრალ კანს) მოხვედრილი მტვერი ერევა კანის ცხიმს და წარმოიქმნება "შავი წერტილები" - კომედონები. თუ ცხიმიან სახეზე კომედონები (შავი წერტილები) და ფერიმჭამელებია, რეკომენდებულია მარილიანი პროცედურები: დაასველეთ ბამბის ტამპონი საპნის ქაფში, მოაყარეთ გაცრილ მარილს და წრიული მოძრაობით გაიწმინდეთ სახე 1-2 წუთის განმავლობაში. მარილის კრისტალები შლიან ცხიმის ჯირკვლის საცობს და ხელს უწყობენ ცხიმის ადვილად გამოსვლას ჯირკვლებიდან. ამ პროცედურის შემდეგ სახე გაიწმინდეთ ლოსიონით და დაიბანეთ წყლით. ეს პროცედურა დასაშვებია კვირაში 2-ჯერ. შავ წერტილებს ასევე აშორებს კანის ბურღულით ჩამობანა. შვრიის ბურღული დაფქვით ყავის საფქვავში. 1 ჭიქა შვრიას დაუმატეთ 1 ჩ.კ. საჭმელი სოდა, კარგად აურიეთ და შეინახეთ მინის ქილაში. ჩამოსაბანად დაგჭირდებათ ამ ნარევის 1 ს.კ. რომელსაც უმატებთ თბილ წყალს ისე, რომ მიიღოთ მოსქელო ფაფა და წაისვით სახესა და კისერზე. როცა ეს მასა სახეზე შეგაშრებათ, ჩამოიბანეთ თბილი წყლით.