ძალიან გთხოვთ, მიპასუხეთ, მეუღლესთან ცხოვრებისას ... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

31-10-2010

- ძალიან გთხოვთ, მიპასუხეთ, მეუღლესთან ცხოვრებისას სისხლიანი გამონადენი მაქვს ხოლმე ხანდახან და იქნებ მითხრათ, ეს რისი ბრალი იქნება? ექიმებთან კი ვიყავი, მაგრამ ანთება არისო და ანთებაზე ვიმკურნალე, მაგრამ ისევ მაქვს. რა ანალიზი დამჭირდება?

პასუხი
- სასქესო ორგანოდან სქესობრივი აქტის დროს სისხლდენის მიზეზი შეიძლება იყოს მექანიკური ხასიათის. ვგულისხმობ ტრავმას, რომელიც შეიძლება მიიღოს ქალმა უხეში სექსის დროს: საშოს კედლის ან  საშვილოსნოს ყელის  ლორწოვანი გარსის ტრავმა ან გახევა. მაგრამ ყველაზე ხშირად კოიტუზის შემდგომი სისხლდენის მიზეზი ხდება ინფექციური დაავადებები, მეტწილად ქლამიდიოზი ან სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადება. გარდა ამისა, სექსუალური კონტაქტის შემდგომი სისხლდენა შეიძლება განაპირობოს  ქალის სასქესო ორგანოების ანთებითმა დაავადებამ. მათგან ყველაზე ხშირი მიზეზია ცერვიციტი – ანთებიი პროცესი, რომელიც აზიანებს საშვილოსნოს ყელს, ან ვაგინიტი - საშოს ანთება. ორივე შემთხვევაში სისხლიანი გამონადენს ქალი ამჩნევს არა მარტო სქესობრივი აქტს დროს. ქალის სასქესო ორგანოების ანთებითი პროცესი შეიძლება განაპირობოს ინფექციურმა ან სოკოვანმა დაავადებამ,  ზოგიერთი წამლის მიღებამ, ან ინტიმური ჰიგიენის არასათანადო დაცვამ. ანთების მიზეზი შეიძლება ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფლორაც გახდეს, მაგალითად, სტაფილოკოკი, ნაწლავის ჩხირი და სხვა. ისინი შეიძლება მოხვდეს ქალის სასქესო ორგანოში მამაკაციდან. საშოში ეს მიკროორგანიზმები იწყებენ გამრავლებას და შეძლება გამოიწვიონ ანთება, განსაკუთრებით თუ ქალს დაქვეითებული აქვს იმუნიტეტი, ორსულადაა, ან აქვს მენსტრუაცია. არც ცერვიციტი და არც ვაგინიტი არ წარმოადგენს ქალისთვის საშიშროებას და საკმაოდ სწრაფად და ადვილად ინკურნება ანტიბიოტიკების დახმარებით. სქესობრივი აქტის დროს სისხლდენის გავრცელებული მიზეზია ეროზია და პოლიპები. ეროზიის მკურნალობა ხდება მოწვით (ან მოყინვით). პოლიპის შემთხვევაში მისი მოშორებაა რეკომენდირებული. ეს არ არის რთული ოპერაცია. სქესობრივი აქტს დროს სისხლდენა შეიძლება განაპირობოს ზოგიერთი პრეპარატის მიღებამ, მაგალითად, ასპირინის, ასევე სისხლის შედედების უნარის დამაქვეითებელმა პრეპარატებმა. ეს ხდება იმ შემთხვევაში, თუ წამლის მიღების შედეგად ხდება  საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ჰიპოპლაზია, ანუ შიგნითა შრის  შემცირება. სისხლდენა ასევე შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთი  ჰორმონალური პრეპარატის  (მაგალითად, ჩასახვის საწინააღმდეგო) არასწორმა მიღებამ. მაგალითად, ამ ტიპის წამლების მიღების  გამოტოვებას ან დაგვიანებას, შეიძლება მოჰყვეს სექსუალური კონტაქტის დროს სისხლდენა. იშვიათად, სისხლიანი გამონადენის მიზეზი შეიძლება იყოს საშვილოსნოს ყელში პათოლოგიური ცვლილებები, სისხლის დაავადებები და სხვა. ასე, რომ გირჩევთ გინეკოლოგთან ვიზიტს მიზეზის დადგენის და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნის მიზნით.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად