ვარ ქმარს გაცილებული უკვე 6 წელია, ქმარს გავშორდი... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

28-10-2010

- ვარ ქმარს გაცილებული უკვე 6 წელია, ქმარს გავშორდი ლოთობის გამო, სულ სვამდა და მენატრებოდა, სახლში ფხიზელი მოსულიყო. მის შემდეგ არავინ მყოლია. რაღაც უცნაურობა მჭირს, ყველა მამაკაცი, ვისაც კი მოვწონვარ, იგნორირებას ვუკეთებ, არავის მიმართ ლტოლვა არ მაქვს, ყველა მეზიზღება, ვინც კი როგორც ქალს, ისე შემხედავს. ვერცერთს ვერ ვიტან, ვისაც კი სექსისთვის ვუნდივარ. ყველას ეგრევე, როგორც კი რამეს შევატყობ ან მეტყვის, მაშინვე მოვაკეტინებ და მერე ვეღარაფერს მიბედავენ. რა მჭირს, არ ვიცი, ასე რატომ მემართება, 31 წლისა ვარ, თან საკმაოდ ლამაზი და ბუზებივით მეხვევიან. მე იმის მაგივრად. რომ ბედი ვცადო და იქნებ მეორედ მაინც გამიმართლოს, მეზიზღება ყველა ჩემს მიმართ სიმპათიით განწყობილი მამაკაცი. რა მეშველება, არ ვიცი.

პასუხი
- ის, რომ მამაკაცს, ვისაც მხოლოდ "სექსისთვის" უნდიხართ, თავიდან იშორებთ, ეს ქალში ბუნებრივად ჩადებული კდემამოსილებაა, ასე ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები და ჩვენი აზრით, ეს იყო ნორმალური საქციელი. მაგრამ დღეს ბევრი არ იზიარებს ამ აზრს, ადამიანი თავისუფალი არსებაა და არჩევანი თავად უნდა გააკეთოს, ეს მისი ნებაა და ვერავინ ვერ წავა ამ ნების წინააღმდეგ. მაგრამ დღეს სიყვარულსა და სექსს ერთმანეთში ვურევთ. სექსი არ ნიშნავს სიყვარულს. ის, რომ ვინმეს სექსისთვის უნდოდე, არ ნიშნავს, რომ უყვარხარ და აუცილებლად ცოლად მოგიყვანს. ქალი, რომელიც გიყვარს, სექსისთვის კი არ გინდა, არამედ გსურს მას დაუკავშირო მთელი დარჩენილი ცხოვრება. რასაკვირველია ასეთ სასურველ ქალთან სასიყვარულო ურთერთობები აქვს მამაკაცს და ეს ბუნებრივიცაა, მაგრამ ეს არის სასიყვარულო ურთიერთობა, რომელიც მარტო ცხოველური ჟინის დაკმაყოფილებას არ ნიშნავს, ეს გაცილებით მეტია... 
ჩვენ გვრჩება შთაბეჭდილება, რომ თქვენი ყოფილი მეუღლის გამუდმებუმა ლოთობამ წარმოდგენა დაგაკარგინათ და შეგაზიზღათ ზოგადად მამაკაცი. ყველა კაცი, ისევე როგორც ქალი, ერთნაირი არ არის. თქვენ უნდა დაივიწყოთ წარსულო და იფიქროთ მომავალზე. მიეცით შანსი მამაკაცს, რომელიც თქვენდამი სიმპათიითაა განწყობილი, უფრო ახლოს გაიცანით იგი (სექსუალურ ურთიერთობას არ ვგულისხმობ) და აუცილებლად მიხვდებით, რა პიროვნებააცა და შეძლებთ თუ არ მასთან თანაცხოვრებას.
თუ დაინახავთ, რომ წარსულს ვერ ივიწყებთ და ყველა მამაკაცში თქვემს ყოფილ მეუღლეს ხედავთ, მაშინ მიმართეთ ფსიქოლოგს.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად