ვარ მეძუძური დედა. რამდენიმე დღის წინ მქონდა სიცხ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

28-10-2010

- ვარ მეძუძური დედა. რამდენიმე დღის წინ მქონდა სიცხე 40 გრადუსამდე. მკერდზე შევამჩნიე სიწითლე, წავედი მამოლოგთან, გადავიღე ეხო. დამიწერეს კეროვანი მასტიტი, თან ჩირქიაო და იმ წუთშივე მიკეთებდა სასწრაფო ოპერაციას, მე უარი ვთქვი, ბავშვი ხელოვნურ საკვებს არ იღებს, 4 თვისაა და ფაქტობრივად მშიერი მრჩებოდა. მისი რჩევით დავიდე ფურაცილინის ხსნარის საფენები და 1 დღე მივიღე დორამიცინი. რძეს აშრობსო და მეტი აღარ დავლიე. მერე სხვა კლინიკაში წავედი, იქაც გადამიღეს ეხო, დამიწერეს მკვრივი მოძრავი გალაქტოცელე. ქალიშვილობაშიც დავაფიქსირე პატარა კვერცხისებური რაღაც, მაგრამ მაშინ ექიმთან არ მივედი. მშობიარობის მერე სხვა მამოლოგმა გამსინჯა და მითხრა, ადენო-ფიბრომული კვანძიაო. აუცილებელია თუ არა ოპერაცია და საშიშია თუ არა, ამ დიაგნოზებიდან გამომდინარე (რომელია მართალი, მეც ვერ გავიგე) ბავშვს რომ ვაჭმევ ძუძუს? გთხოვთ მიპასუხეთ, ძალიან დაბნეული ვარ.

პასუხი
- თუ სიტყვასიტყვით ვთარგმნით, გალაქტოცელე სხვა არაფერია, თუ არა რძით სავსე ბუშტი. კლინიკური ნიშნების გათვალისწინებით თქვენ გაქვთ მასტიტი – სარძევე ჯირკვლის მწვავე ანთება. აუცილებელია მკურნალობა ქირურგის ან მამოლოგის მიერ. უნდა შეასრულოთ მისი მითითებები, წინააღმდეგ შემთხვევაში სარძევე ჯირკვალში არსებული ჩირქგროვა ნამდვილად შეგიქმნით საფრთხეს. სხვათა შორის, მასტიტის დროს ძუძუთი კვება გრძელდება. დროზე მიმართეთ ექიმს!
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად