სექტემბრის 13-ში მქონდა მენსტრუაცია, მაქვს 30 დღი... | ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორსულობა

კატეგორია - ორსულობა

26-10-2010

- სექტემბრის 13-ში მქონდა მენსტრუაცია, მაქვს 30 დღიანი ციკლი, ოქტომბრის 20 რიცხვში გავიკეთე ტესტი და დამიდგინდა ორსულობა. ალბათ დაახლოებით 3-4 კვირის გამოვდივარ, არადა ოქტომბრის დასაწყისში მიღებული მაქვს წამლები ერითრომიცინი, პუროქსანი და 2 აბი სუპრასტინი. გავეცანი ამ წამლების ფარმაკოლოგიურ თვისებებს. ამავდროულად კანზე გამონაყარი გამიჩნდა ჯერ კიდევ ზაფხულში მზის აბაზანის მიღებისას. მივმართე ექიმს და დამიდგინდა სტაფილოკოკური ფურინკულუტი. ვიმუშავებ მხოლოდ ადგილობრივად კანს ქაფურის სპირტზე დამზადებული მედიკამენტებით. გთხოვთ, სანამ კონსულტანტთან წავალ, მომაწოდოთ ინფორმაცია ან რამით დამაიმედოთ. საშიშია სტაფილოკოკი ნაყოფის განვითარებისთვის? იმასაც დავამატებ, რომ სისხლის ანალიზი კარგი მაქვს, ასევე შაქარი ნორმაში. არასდროს არ გავმხდარვარ ცუდად და პირველი ბავშვიც უპრობლემოდ გავაჩინე.

პასუხი
- კანის სტაფილოკოკური ინფექცია არ უქმნის ნაყოფს საფრთხეს, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, მაგრამ კარგი იქნება, თუ ექიმს, რომელიც კანის ინფექციის გამო გიტარებთ მკურნალობას, ხაზგასმით ეტყვით რომ ორსულად ბრძანდებით, რათა სიფრთხილით შეირჩეს მედიკამენტები (თუნდაც ადგილობრივად გამოსაყენებელი).
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად