ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ, თქვენი რჩევა მჭირდება. 1... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

23-10-2010

- ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ, თქვენი რჩევა მჭირდება. 19 წლის ვარ, მაქვს პრობლემური სახის კანი, ფერიმჭამელები, რომლებიც ადვილად მიღიზიანდება და გამონაყარიც. რამდენჯერმე გავიწმინდე კოსმეტოლოგთან, მაგრამ უშედეგოდ, როგორც თქვენგან გავიგე, შეიძლება ეს კუჭ-ნაწლავიდანაც იყოს გამოწვეული. იქნებ მითხრათ, რა სახის გამოკვლევები ტარდება ამ დროს კუჭ-ნაწლავზე?

პასუხი
- პირველ რიგში უნდა გითხრათ, რომ ხშირად ჩირქოვანი გამონაყრის მიზეზი ორგანიზმში არსებული ჩირქოვანი კერაა და თუ არ მოხდა ამ კერის ლიკვიდაცია, ადგილობრივი მკურნალობით გამქრალი ფერიმჭამელები კვლავ გაგიჩნდებათ. ასევე გეტყვით, რომ ვულგარული ფერიმჭამელის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს გენეტიკური ფაქტორები, ცხიმოვანი ჯირკვლების პათოლოგიური ფუნქციონირება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის მოშლა და როგორც უკვე გითხარით, ორგანიზმში ჩირქოვანი კერის არსებობა (ჩირქოვანი ანგინა) და სხვა.
თქვენ პირველ რიგში უნდა მიმართოთ დერმატოლოგს (და არა კოსმეტოლოგს), პარალელურად ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტმა უნდა გამორიცხოს ჩირქოვანი ტონზილიტი, და თუ საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ გაქვთ ჩივილები, მაშინ უნდა მიხვიდეთ გამოსაკვლევად გასტროენტეროლოგთრან (იგი თავად გადაწყვეტს რა გამოკვლევის ჩატარებაა აუცილებელი). გარდა ამისა, უნდა დაითესოს ჩირქი ფლორაზე და მგრძნობელობაზე (ამ საკითხში დერმატოლოგი გაგარკვევთ).

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, ადამიანმა თევზი კვირაში ორჯერ უნდა მიიღოს.
ონკოლოგებისათვის კარგად არის ცნობილი, რომ იმუნოთერაპიაზე შვეიცარიაში დიდ იმედებს ამყარებენ.
თუ მეხსიერების პრობლემები გაწუხებთ, გამოიყენეთ გინგკო ბილობა თქვენს სასარგებლოდ.
ძილი და მასთან დაკავშირებული პრობლემები მსოფლიო მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს აწუხებს.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად