კვებასთან დაკავშირებით რჩევა მინდა გთხოვოთ, ყველა... | დიეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დიეტოლოგია

კატეგორია - დიეტოლოგია

23-10-2010

- კვებასთან დაკავშირებით რჩევა მინდა გთხოვოთ, ყველაფერს ვჭამ პურის და ცომეულის გარდა, რადგან მიღებული პურის რაოდენობის მიუხედავად, ძალიან სწაფად ვიმატებ წონაში, უფრო სწორად, თითქოს ვფუვდები, ვსივდები. შეიძლება შედეგად მეორე დღეს 1-2 კილო მქონდეს მომატებული. შემდეგ მექმნება ფსიქოლოგიური დისკომფორტი, რადგან საშინლად არ მიხდება წონაში მომატება. შეიძლება უპურობამ რამე პრობლემა გამოიწვიოს? თქვენ რას მირჩევდით?

პასუხი
- პური ადამიანისთვის ღმერთისგან კურთხეული უნიკალური საკვებია, საკვები, რომელსაც ჩვენ ვჭამთ მთელი სიცოცხლის მანძილზე, დღეში რამდენჯერმე და არასოდეს გვბეზრდება.
პური შეიცავს ჩვენი ორგანიზმისათვის საჭირო ყველა ცილოვან ნივთიერებას (ცილა უჯრედის საშენი მასალაა). იგი მდიდარია ვიტამინებით (განსაკუთრებით B ჯგუფის ვიტამინებით) და მინერალური მარილებით, რაც მეტად მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ერთი სიტყვით, პური შეიცავს ადამიანის ორგანიზმისათვის საჭირო საკვებ ნივთიერებებს. მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს პურის ხარისხს. ჩვენ დღეს ვიღებთ პურს იმაზე მეტს, ვიდრე ადრე გვჭირდებოდა, რადგან დღევანდელი პურების საკმაოდ დიდი ნაწილი დამზადებულია უხარისხო ხორბლისგან, არ არის სრულფასოვანი ცილოვანი შემადგენლობის, გამოფიტულია და გაჟღენთილია ათასნაირი დანამატებით. ხორბლის ის ქართული ჯიშები, რომლებიც ჩვენში ტრადიციული იყო, გამოირჩეოდა მდიდარი ცილოვანი შემადგენლობით, სწორედ ამის გამო იყო ადრე პური ყუათიანი.
ჩვენ გირჩევთ შეარჩიოთ ხარისხიანი პური და ჭამოთ ის ზომიერად. თქვენ ერთ დღეში ვერ მოიმატებთ 1-2 კილოს, ალბათ უხარისხო პურის მიღების შემდეგ მუცელი გებერებათ და გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ წონაში მოიმატეთ. გაითვალისწინეთ, რომ დიეტოლოგები, როცა ადამიანს გასახდომ დიეტას ურჩევენ ამ დიეტაში პურიც შეაქვთ. პურზე საერთოდ უარის თქმა არ შეიძლება.
ჩვენი ჟურნალ "ოჯახის მკურნალში" აუცილებლდ დავწერთ სტატიას (ან ინტერვიუს) პურის როლზე ადამიანის ჯანმრთელობში.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად