ვარ 22 წლის გოგონა. მაწუხებს პირიდან უსიამოვნო სუ... | გასტროენტეროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გასტროენტეროლოგია
23-10-2010

- ვარ 22 წლის გოგონა. მაწუხებს პირიდან უსიამოვნო სუნი, მაგრამ ძირითადად მაშინ, როცა მშიერი ვარ, განსაკუთრებით დილით გაღვიძებისას და საღამოს. მქონდა ჩირქოვანი გლანდები და გავიკეთე ოპერაცია. ასევე, საჭმლის ჭამის შემდეგ მაქვს მოთეთრო-მოყავისფრო ფერის ნახველი. როგორ უნდა ვუმკურნალო პირიდან უსიამოვნო სუნს და რისი ბრალია ნახველის არსებობა?

პასუხი
პასუხობს: სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრის "ელიტა მედის" ექიმი გასტროენტეროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ირაკლი ხმალაძე


- თქვენს მიერ ზემოთ მოყვანილი სიმპტომები მიუთითებს იმაზე, რომ უპირველესად უნდა გამოირიცხოს კუჭისა და 12 გოჯა ნაწლავის პათოლოგია, ვინაიდან პირიდან უსიამოვნო სუნი ძალზე ხშირად რეფლუქს-ეზოფაგიტს ახასიათებს. მასვე ხშირად მიაწერენ ნახველის არსებობასაც, რადგან ძილის დროს სპონტანურად უკან დაბრუნებულმა საკვების თხიერმა მასებმა შესაძლოა სასუნთქი გზების დაზიანება, ანთებითი პროცესი და შესაბამისად ნახველის წარმოქმნა გამოიწვიოს. ასევე უნდა გამოირიცხოს საყლაპავის კანდიდოზი (სოკოვანი დაავადება), რომელიც შესაძლოა როგორც პირიდან უსიამოვნო სუნის ასევე ნახველის წარმოქმნის მიზეზი გახდეს. ამავდროულად, აუცილებლად კარგად უნდა დათვალიერდეს პირის ღრუ, რადგან სტომატოლოგიური პათოლოგიებიც ხშირად გამხდარა პირიდან უსიამოვნო სუნის აღმოცენების მიზეზი.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად