რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- ვარ 16 წლის ბიჭი. ვარ ძალიან დაკომპლექსებული. ყველაფერზე ვწითლდები, გაკვეთილის მოყოლის დროს, ნებისმიერ რამეზე... თან სულ იმას ვფიქრობ, არ გავწითლდე... ვიცი, რომ როგორმე ჩემი თავი უნდა დავაჯერო და არავის ყურადღება არ მივაქციო, მაგრამ არ გამომდის. ამიტომ მჭირდება თქვენი დახმარება, თორემ დღითიდღე მიძნელდება ადამიანებთან ურთიერთობა. იქნებ არსებობს რაიმე წამალი ან სხვა რამ? ძალიან გთხოვთ გამომეხმაუროთ, წინასწარ გიხდით მადლობას!
პასუხი
- ეს ერითროფობიაა, რომელიც დაკავშირებულია ნერვული სისტემის არასწორ მუშაობასთან. კერძოდ, ვეგეტაციური ნერვული სისტემა არასწორად რეაგირებს გარე გამაღიზიანებლებზე. შედეგად, ადამიანი სახეზე იწყებს წამოწითლებას სულ მცირე მღელვარების დროსაც კი. ერითროფობიის მკურნალობის მიზნით საჭიროა ფსიქოთერაპევტის კონსულტაცია, გარდა ამისა ინიშნება სედატიური საშუალებები B3 და B5 ვიტამინები, რადგან ისინი ამაგრებენ სისხლძარღვების კედლებს.