მაინტერესებს, წელის გარშემოწერილობის დასაწვრილებე... | ფიტნესი და სპორტი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფიტნესი და სპორტი

კატეგორია - ფიტნესი და სპორტი

19-10-2010

- მაინტერესებს, წელის გარშემოწერილობის დასაწვრილებელი რამე სპეციალური ვარჯიშები თუ არის? მაქვს დიდი მუცელი და წელი საერთოდ არ არის გამოკვეთილი. მუცლის პრესებს ვაკეთებ ყოველდღიურად. მართალია, ვარ ორჯერ ნამშობიარები, მაგრამ გათხოვებამდეც ეგ პრობლემა მქონდა. ძალიან გთხოვთ, იქნებ მირჩიოთ რა ვარჯიშები უნდა გავაკეთო, რომ წელი ცოტათი მაინც დამიწვრილდეს?

პასუხი
ვარჯიში 1

დადექით სწორად, ფართოდ გაშალეთ ფეხები, ხელები კეფის უკან დაიწყვეთ. გააკეთეთ დახრები გვერდზე. შეეცადეთ ზურგი სწორად გეჭიროთ და დაიხაროთ რაც შეიძლება დაბლა. გაიმეორეთ ვარჯიში 8-12-ჯერ.

ვარჯიში 2

აიღეთ გრძელი ჯოხი, დაიჭირეთ ის ოდნავ მოხრილი ხელებით, დაიდე ჯოხი კეფის უკან. გააკეთეთ მობრუნებები გვერდზე. გააკეთეთ ისე, რომ ბრუნებდეს სხეულის მხოლოდ ზედა ნაწილი, თეძოები უმოძრაოდ გქონდეთ. გაიმეორეთ ვარჯიში 8-12-ჯერ.

ვარჯიში - 3

საწრისი მდგომარეობა ისეთივეა როგორიც ვარჯიში-2-ის დროს. ახალ გაართულეთ ბრუნვები და შეუეწყმეთ მას დახრები. დახრის დროს მხრის ხაზი იატაკის პარალელური უნდა გახდეს. შეასრულეთ 4-8 ვარჯიში.

ვარჯიში-4

დაწექით ზურგზე. მარჯვენა ფეხი მოხარეთ მუხლში დადაეთ იატაკზე. მარცხენა ფეხი დაადეთ მარჯვენას. მარცხენა ხელი გაჭიმეთ გვერდზე (ხელისგულით მაღლა), მარჯვენა ხელი_ დაიდეთ კეფაზე. დაძაბეთ მუცლის კუნთები, იმოძრავეთ გულმკერდით დიაგონალზე მარცხენა ფეხისკენ მანამ, სანამ მარჯვენა ხელის მტევანი არ მოსცილდება იატაკს. შემდეგ ნელ-ნელა დაეშვით. გაიმეორეთ ვარჯიში 4-8-ჯერ.

ვარჯიში-5

დაწექით იატაკზე. მოხარეთ ფეხები მუხლებში. ხელები დააწყეთ სხეულის გასწვრივ. წამოწიეთ სხეულის ზედა ნაწილი, ამასთან მონაცვლეობით მიიტანეთ მარცხენა ხელი მარჯენა მუხლისკენ, მარჯვენა ხელი კი მარცხენა მუხლისკენ. მთავარია, ბეჭები იატაკს მოშორებული გქონდეთ. გაიმეორეთ ვარჯიში 4-8-ჯერ.

ვარჯიში-6

დაწექით იატაკზე, ნელ-ნელა ოდნავ აწიეთ მოხრილი ფეხები და გადააჯვარედინეთ, ჩამოწიეთ ფეხები მარჯვნივ, შემდეგ ისევ ზემოთ აწიეთ, შეუცვალეთ ზემოთ და ქვემოთ მოქცეულ ფეხებს ადგილები და ჩამოწიეთ ფეხები მეორე მხარეს და ისევ მაღალ აწიეთ. გაიმეორეთ ვარჯიში 8-12-ჯერ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად