53 წლის მამაკაცს რეგულარულად უწევს წნევა 140/90 დ... | კარდიოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - კარდიოლოგია

კატეგორია - კარდიოლოგია

19-10-2010

- 53 წლის მამაკაცს რეგულარულად უწევს წნევა 140/90 დან 160/110 მდე. აქვს შაქრიანი დიაბეტი. უჩივის პროსტატის ადენომას. შეიძლება თუ არა ეს დაავადებები წნევის მიზეზი გახდეს? თუ არა, რომელი გამოკვლევის ჩატარება იქნება აუცილებელი და ვის მივმართოთ?

პასუხი
- როგრც თქვენი შეკითხვიდან ვხვდებით, თქვენ ცდილობთ დაადგინოთ წნევის მომატების მიზეზი. უნდა მოგახსენოთ, რომ ამ მიზეზის ძებნა ხშირად არ არის საჭირო, რადგანაც დადგენილია, რომ წნევის მატების დაახლოებით 80%-ში შეუძლებელია დავადგინოთ, რატომაა მომატებული წნევა. ზოგადად კი, არტერიული წნევის მატებასა და შაქრიან დიაბეტს შორის რასაკვირველია კავშირი არსებობს. ამ პაციენტისათვის აუცილებელია ენდოკრინოლოგის რეგულარული კონტროლი, კვლევები მისი რეკომენადციის შესაბამისად (უხშირესად ეს არის სისხლში გლუკოზის განსაზღვრა ჭამის წინ და ჭამიდან 2 სთ. შემდეგ, გლიკოჰემოგლობინი, შარდის საერთო ანალიზი, მიკროალბუმინურიის განსაზღვრა, სისხლში კრეატინინის კონტროლი, ლიპიდური სპექტრის შესწავლა და სხვა) პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წნევის ნორმალიზაცია, ის არ უნდა აღემატებოდეს 130/85-ს, რათა თავიდან იქნას აცილებული ორგანოების დაზიანება. ამ მიზნით შესაძლოა საჭირო გახდეს კარდიოლოგის დახმარებაც.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად