ვარ 22 წლის მამაკაცი. 22 წლამდე არ მქონდა ინტიმურ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

19-10-2010

- ვარ 22 წლის მამაკაცი. 22 წლამდე არ მქონდა ინტიმური ურთიერთობა მადილოსანთან. ამ პერიოდის განმავლობაში საკმაოდ აქტიურად ვმასტურბირებდი საკუთარი თავის დასაკმაყოფილებლად. ცოტა ხნის წინ სექსი მქონდა მსუბუქი ყოფაქცევის მანდილოსანთან. ამ სექსის დროს არ მქონდა ნორმალური ერექცია და აქტის შედეგად დაკმაყოფილებული ნამდვილად ვერ დავრჩი. გარდა ამისა, არ მიზიდავს ასეთი სექსი შემთხვევით პარტნიორებთან, სასურველია მყავდეს მუდმივი პარტნიორი, მაგრამ მოგეხსენებათ ცოლი თუ არ მოვიყვანე ასეთის შოვნის შანსი საკმაოდ მცირეა, დაოჯახებას კი ნამდვიად არ ვაპირებ. მომავალში ვაპირებ ძალიან იშვიათად მქონდეს სექსი მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან და მაინტერესებს ასეთი სახით საკუთარი სექსუალური მოთხოვნილებების შეკავება და ხშირი მასტურბირება ცუდად აისახება თუ არა ჩემს ორგანიზმზე და კერძოდ სექსუალურ ფუნქციაზე?

პასუხი
- სექსუალური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად იდეალურია ურთიერთობა მუდმივ პარტნიორთან (მეუღლესთან), რომელთანაც სექსუალური ლტოლვის გარდა გექნებათ გრძნობა (სიყვარული) და მისგანაც იგრძნობთ იმავეს. შემთხვევით პარტნიორებთან ურთიერთობა არც სამედიცინო, არც ფსიქოლოგიური და არც მორალური თვალსაზრისით კარგს არაფერს მოგიტანთ. თუ დაოჯახებას არ აპირებთ და როგორც აღნიშნავთ, შემთხვევითი სექსიც არ გიზიდავთ, მაშინ მაქსიმალურად უნდა ეცადოთ, რომ არ გააღვიძოთ ვნება (პორნოგრაფიული და ეროტიკული ფილმებისა და ფოტოების თვალიერებით), მეტი იფიქროთ სულიერ მდგომარეობაზე. ზოგადად სექსუალურ ჯანმრთელობას ვნებს მოზღვავებული სექსუალური ენერგია, რომლის განტვირთვაც არ ხდება ფიზიოლოგიური გზებით, ხოლო თუ ამ ენერგიას მიმართავთ სხვა მიმართულებით, მაშინ საფრთხეც მინიმალური იქნება.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად