ერთ-ერთ დიეტას დავწერ: დაკლება - 10კგ 10დღეში. 1 ... | დიეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დიეტოლოგია

კატეგორია - დიეტოლოგია

13-10-2010

- ერთ-ერთ დიეტას დავწერ: დაკლება - 10კგ 10დღეში. 1 დღე- 1კგ მოხარშული კარტოფილი, 2 დღე -1 კგ უმი კომბოსტო, 3 დღე 1კგ ბულგარული წიწაკა (მწვანე); 4 დღე- 1კგ სტაფილო; 5 დღე -1კგ ვაშლი; 6 დღე-1 კგ კიტრი; 7 დღე 1 კგ ვაშლი; 8 დღე- 1 ლიტრი რძე; 9 დღე-1ლიტრი კეფირი; 10 დღე- 100 გრ მოხარშული ყველი. მაინტერესებს ეს დიეტა ავნებს ორგანიზმს რაიმეს თუ არა, მინდა რომ დავიწყო და მითხეს, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებაო. გთხოვთ მირჩიოთ, რა ვქნა.

პასუხი
- ჩვენ მკაცრი დიეტების მომხრე არ ვართ, რადგან ამან შეიძლება მართლაც ავნოს ორგანიზმს (გამოიწვიოს პრობლემები კუჭ-ნაწლავთა სისტემის მხრივ, გამოიწვიოს ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, გოგონებში შეიძლება მენსტრულური ციკლის დარღვევა განაპირობოს და სხვა). დღეს მთელ მსოფლიოში ექიმები ერთხმად აღიარებენ რაციონალური და ბალანსირებული კვების მნიშვნელობა ჯანმრთელობისთვის.

თუ გინდათ წონაში დაკლება, უნდა შეცვალოთ თქვენი დამოკიდებულება საკვებისადმი, კვების პროცესისადმი.
გაითვალისწინეთ ასეთი რჩევები:
-ოპტიმალურია ოთხჯერადი კვება საკვების ასეთი გადა ნაწილებით: 25%-საუზმე, 35%-სადილი, 25%-მეორე სადილი და 15%-ვახშამი. მაგრამ ივახშმეთ დაძინებამდე 3-4 საათით ადრე. გვიან მიღებული საკვები ორგანიზმში ცხიმის სახით ლაგდება. და, ნურასოდეს გამოტოვებთ საუზმეს, რადგან ასეთ დროს ორგანიზმი იღებს სიგნალს, რომ თქვენ მშიერი ხართ და ანელებს ნივთიერებათა ცვლას.
-მიღებული პროდუქტების კალორიულობა უნდა შეესაბამებოდეს ორგანიზმის ენერგეტიკულ დანაკარგებს. ადამიანი სუქდება მაშინ, როცა საკვების სახით მიღებულ კალოერიებს ფიზიკური აქტიურობით არ ხარჯავს. ასე, რომ ვარჯიში და ფიზიკური აქრტიურობა უნდა გააგრძელოთ.
-სვით დღეში 8-10 ჭიქა წყალი. იგი გაწმენდს თქვენს ორგანიზმს ტოქსინებისა და წიდებისაგან. შეზღუდეთ საკვებში მარილი, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმში სითხის შეკავებას.
-საკვები კარგად დაღეჭეთ, საერთოდ, ჭამეთ ძალიან ნელა. ნუ მიირთმევთ საჭმელს ტელევიზორთან ან სხვა ისეთ სიტუაციებში, სადაც კვების პროცესი ავტომატური და გაუაზრებელი ხდება.
-მიირთვით ზომიერი პორციები. საკვების მცირე მოცულობას უკეთ მოინელებთ.
-გადაეჩვიეთ ჭამებს შორის შუალედში სასუსნავის მირთმევას, გირჩევთ ასეთ დროს უპირატესობა ხილსა და ბოსტნეულს მიანიჭოთ.
-ერიდეთ ზედმეტ კოფეინს, განსაკუთრებით, ღამის საათებში, რადგან იგი არღვევს ძილის რეჟიმს. ღრმა ძილი კი ჩაძინებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში აუცილებელია ჰორმონული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
-დიეტისათვის შერჩეული პროდუქტები უნდა იყოს მრავალფეროვანი და გემრიელი. ჩამონათვალში აუცილებლად უნდა შედიოდეს: ქათმისა და ძროხის ხორცი, თევზი, რძე, რძის პროდუქტი, მარცვლეული, ბურღულეული, ხილი და ბოსტნეული. ეს პროდუქტები საჭირო რაოდენობით შეიცავს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, მინერალებს და ვიტამინებს.
-ერიდეთ ტკბილეულს: შაქარს, მურაბებს, ნაყინს, შოკოლადს, ცომეულს, ცხოველურ ცხიმს.
-ნუ მიეჯაჭვებით სასწორს – აიწონეთ კვირაში ერთხელ.

კომენტარები
25 მაისი 2014 22:06
ვარ 36 წლის, 6 თვეა 18 საათიან დიეტაზე ვარ, დავიკელი 6 კილო, შემიწყდა ციკლი უკვე 3 თვეა და მაინტერესებს შეიძლება თუ არა რომ დიეტას გამოეწვია ამგვარი დარღვევა.
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად