ვარ 20 წლის, ვაგინალურმა ექოსკოპიამ აჩვენა, რომ ს... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

11-10-2010

- ვარ 20 წლის, ვაგინალურმა ექოსკოპიამ აჩვენა, რომ საშვილოსნო გადახრილი მაქვს უკან, სხეულის ზომებია 40X32X42 მმ. ყელი სიგრძით 30 მმ. ცერვიკალურად სკენირდება ცისტური ჩანართები დიამეტრით 2-2.5 მმ. მარჯვენა საკვერცხის ზომებია 45X40, რომელშიც ისახება ცისტა ზომით 43X40, ხოლო მარცხენა საკვერცხის ზომებია 30X23. აღმომაჩნდა ტრიქომონა და სოკო. ვიმკურნალე შემდეგი მედიკამენტებით: ტრიაქსონის ნემსები, მოვალისის სანთლები, კლარიტინის აბები, გინოტრანის სანთლები, დიფლუკანის ერთი აბი და თეთრი კასტელანის სითხით ვისუფთავებდი ბაგეებს, თუმცა მეუღლეს არ დაუნიშნეს მკურნალობა და მე ისევ მაწუხებს ქავილი. მკურნალობის კურსის დამთავრების შემდეგ, როდესაც ურთიერთობა მქონდა მეუღლესთან, სისხლი წამომივიდა და მეორე დღეს მტკიოდა საშვილოსნო. ციკლიც, მესამე თვეა უკვე, რაც არ მომსვლია. მაიტერესებს, რამდენად საგანგაშოა მარჯვენა საკვერცხის ზომები და ეს ყველაფერი თუ შეუქმნის პრობლემებს დაფეხმძიმებას, რადგან 5 თვის გათხოვილი ვარ და ძალიან მაწუხებს ის, რომ ვერ ვფეხმძიმდები.

პასუხი
- 5 თვე იმდენად მცირე პრიოდია, რომ ნამდვილად არ იძლევა რაიმე განგაშის საფუძველს ორსულობის თვალსაზრისით. არც საკვერცხის ზომებია საგანგაშო, მაგრამ აუცილებელია კვლავ მიმართოთ გინეკოლოგს თქვენი ჩივილების გამო, აუცილებელია ექოსკოპიური დაკვირვებაც საკვერცხის ცისტაზე.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
ბალახეული ნაყენები: ბალახეულ ნაყენებს ორგვარად - ცხელი და ცივი მეთოდით - ამზადებენ. ცივი მეთოდი ასეთია: ნედლეულს
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
აღმოსავლელი მკურნალები გვირჩევენ:

კვების სიბრძნე
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად