მყავს 1 წლის და 10 თვის ვაჟი, მაგრამ ყიფლიბანდი ჯ... | ბავშვის ფიზ. განვითარება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის ფიზ. განვითარება

- მყავს 1 წლის და 10 თვის ვაჟი, მაგრამ ყიფლიბანდი ჯერ არ დახურვია. მისმა პედიატრმა დაუნიშნა ოსტეოქეა. თან ძალიან გვაწუხებს კუჭ-ნაწლავის პრობლემა, დისბაქტერიოზი ემართებოდა ხშირად ამ ზაფხულს. სათუთი კუჭ-ნაწლავი აქვს. იქნებ მირჩიოთ რამე, როგორ მოვიქცე ან ვის მივაკითხოთ? ყიფლიბანდი ვის კომპეტენციაში შედის? ძალიან ბევრ კალცს იღებს, ხაჭოსაც ვაჭმევ, მაგრამ არ ეხურება. არ ვიცი რა ვქნა, ვნერვიულობ ძალიან.

პასუხი
- თანამედროვე მონაცემებით ყიფლიბანდის დახურვის ვადაა 4 –დან 26 თვემდე, ასე რომ საგანგაშო არაფერია. თუ ბავშვს სხვა მხრივ არა აქვს ჩივილი და ნორმალურად ვითარდება, სპეციალური მკურნალობა, რათა ყიფლიბანდი დაიხუროს, არ არის საჭირო. რადგანაც ძალიან ღელავთ, შეგიძლიათ ერთხელ მიმართოთ კვალიფიციურ ბავშვთა ნევროლოგს, რათა დარწმუნდეთ, რომ ბავშვი ნორმალურად ვითარდება. რაც შეეხება ძალიან ბევრი კალციუმის მიღებას, უნდა მოგახსენოთ, რომ ორგანიზმს მხოლოდ კალციუმის იმ რაოდენობის შეწოვა შეუძლია, რაც არის ფიზიოლგიური მოთხოვნილება კალციუმზე. ამაზე მეტს ის უბრალოდ არ იწოვს, ასე რომ ჭარბი კალციუმი არ არის საჭირო, უნდა დაიცვათ ნორმა. ამ ასაკში ის არის 500 მილიგრამი დღე-ღამეში.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად