ცისტიტი გამირთულდა ძალიან, ვიმკურნალე ანტიბიოტიკე... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

08-10-2010

- ცისტიტი გამირთულდა ძალიან, ვიმკურნალე ანტიბიოტიკებით, მაგრამ ისევ მეორდება, ახლა უარესი ტკივილები მაქვს. განსაკუთრებით მირთულდება სქესობრივი აქტის შემდეგ, წამალიც კი აღარ მშველის, ისე მტკივდება, რა მკურნალობა ან გამოკვლევა უნდა ჩავიტარო, რომ სამუდამოდ განიკურნოს ეს დაავადება?

პასუხი
- აუცილებლად უნდა მიმართოთ უროლოგს, რათა დადგინდეს ცისტიტის მიზეზი და ამის მიხედვით დაინიშნოს მკურნალობა. აუცილებელია გაკეთდეს სისხლისა და შარდის საერთო ანალიზი, შარდის ბაქტერიოლოგიური ანალიზი, საშოს ნაცხის ანალიზი. ასე განისაზღვრება გამომწვევი ბაქტერია, შემდეგ უნდა გაკეთდეს ბაქტერიის მგრძნობელობის დადგენა ანტიბიორიკების მიმართ და ამის მიხედვით შეირჩეს ანტიბიოტიკი.
გარდა ამისა, უნდა გითხრათ, რომ ახალგათხოვილებში ხშირია ცისტიტი, რომელსაც ანტიბიოტიკები დროებით შველის და მორიგი სქესობრივი აქტის შემდეგ ხდება ცისტიტის ისევ და ისევ გამწვავება. ამ ყველაფრის მიზეზი არის საქალწულე აპკის ნარჩენები, რომლებიც სქესობრივი აქტის დროს ქაჩავენ შარდსადენი მილის გარეთა ხვრელს საშოში და ამ უკანასკნელის შიგთავსი (ლორწო, ბაქტერიები) ხვდება შარდსადენი მილის სანათურში და შარდის ბუშტში.
შარდსადენი მილის გარეთა ხვრელი იქაჩება, ღიათ რჩება, რაც ხელს უწყობს საშოს ფლორის მოხვედრას მის სანათურში და შარდის ბუშტში (ეს კი ცისტიტის მორიგ შეტევას იწვევს).

გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად