- აგვისტოს თვეში რამოდენიმეჯერ მქონდა ღებინება... | გასტროენტეროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გასტროენტეროლოგია
08-10-2010

- აგვისტოს თვეში რამოდენიმეჯერ მქონდა ღებინება, თავიდან ვფიქრობდი, რომ პამიდორმა მაწყინა და კუჭი გამიღიზიანა, მაგრამ მას შემდეგ რაც 4-5 დღე დიეტა დავიცავი და შემდეგ ვჭამე ხინკალი, ისევ გულისრევა გამოიწვია, თან როგორც ექიმმა მითხრა (ნევროლოგმა) ამ ყველაფერს ნევროზიც დაემატა და ვეგეტო-ნევროზის სახე მიიღო, რომელიც გამოხატულია გულისრევის შეგრძნებით. მას მერე სულ ვდიეტობ, უფრო ზუსტად არ ვეკარები მაიონეზს, ტომატიან და ძალიან ცხიმიან საკვებს. დღის განმავლობაში კარგად ვგრძნობ თავს საღამოობით კი მაინც მაწუხებს არასასიამოვნო შეგრძნებები საყლაპავი მილის ბოლოსთან და კუჭში. ოდნავ გულის რევის შეგრძნებაც. ვღებულობ ვიტამინს (როიალტ ჟელს), ასევე ვალერიანებს დღის განმავლობაში, ნევროლოგის დანიშნულმა წამალმა (ველაქსანი) გული ამიჩქარა და უჰაერობა დამეწყო ამიტომ შევეშვი. არ ვიცი რამდენად ჩამოვყალიბდი, მაგრამ ის ზუსტია, რომ საღამოობით და ღამე მაწუხებს უსიამოვნო შეგრძნებები კუჭთან, ვფიქრობ ნევროზიც საკმაოდ განვითარებული მაქვს, რადგან დამჩემდა ღამის შიში და ჩემს ჯანმრთელობაზე გამწვავებული ფიქრი. ვიმეორებ მუცლის ღრუსა და კუჭის ექიმმა მითხრა ვეგეტო-ნევროზულიაო, ამიტომ არ ჩათვალა საჭიროდ ზონდის გადაყლაპვა, ნევროზის საწყისები ნევროლოგმაც დააზუსტა. მირჩიეთ საჭიროა თუარა სხვა ექიმსაც მივმართო კუჭის გაშუქების მიზნით. მადლობა!

პასუხი

პასუხობს: სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრ ”ელიტა მედის” ექიმი გასტროენტეროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ირაკლი ხმალაძე.

- უნდა მოგახსენოთ, რომ ჩემი აზრით, თქვენი  ვეგეტონევროზული გამოვლინებანი უშუალოდ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანებებს უკავშირდება. რადგან აღნიშნავთ გულისრევას, უსიამოვნო შეგრძნებებს საყლაპავი მილის ბოლოსთან და ვერ ახერხებთ არადიეტური საკვების მიღებას, ეს ყველაფერი მიუთითებს სავარაუდოდ კუჭსა და 12 გოჯა ნაწლავში განვითარებულ ანთებითი პროცესზე და არ არის გამორიცხული რეფლუქს-ეზოფაგიტის, დუოდენო-გასტრალური რეფლუქსისა და საყლაპავი ხვრელის დიაფრაგმული თიაქრის არსებობაც. ასევე გამოსარიცხია ნაღვლის ბუშტსა და ნაწლავთა სისტემაში პათოლოგიური პროცესის არსებობა.
იმავდროულად, უნდა ითქვას, რომ ზუსტი დიაგნოსტიკის მიზნით, საჭიროა,  ჩატარდეს შესაბამისი ინსტრუმენტული კვლევა (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რენტგენოსკოპია, ფიბრო-გასტრო-დუოდენოსკოპია). ასეთი შემთხვევების დროს დაუშვებელია თვითმკურნალობა, რადგან შესაძლოა სავალალო შედეგი გამოიწვიოს.

 

 

 


 

კომენტარები
26 მაისი 2015 19:45
Gამარჯობატ..მუცლის წვა რამ შეიზლება გამოიწვიოს ჯიპის დაბლა..5 დგეა უკვე
29 დეკემბერი 2014 05:00
გამარჯობათ გტხოვთ Mიპასუხით რამდენიმე დღის უკან გადავიტანე ვირუსი Mქონდა სიცხე და სახსრების ტკივილი 3 დღის მერე გამიარა მაგრამ დამეწყო საშინელი გულის რევის შეგრძნება რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული? შესაძლოა Vირუს დაეტოვებინაა?
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ვალენსიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოარკვიეს როგორ მოქმედებს პომიდორი ადამიანის
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად